საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს:
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილ იქნა ეჭვმიტანილის გარდაცვალების გამო.
საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილების შესაბამისად და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის თანახმად, დაუშვებელია ეჭვმიტანილის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა მისი გარდაცვალების გამო, როცა საქმის წარმოება საჭიროა გარდაცვლილის რეაბილიტაციისათვის.
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ეთხოვოს საქართველოს გენერალურ პროკურორს, შეისწავლოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის კანონიერება მისი რეაბილიტაციის მიზნით.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი
თბილისი,
2001 წლის 19 ივნისი.
№954–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.06.2001.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის თაობაზე“?
- „საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის თაობაზე“ მიღებულია 19.06.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №954. სარეგისტრაციო კოდი — 0000.00.00.000000.
- სად არის „საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.06.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის თაობაზე“, №954, 19.06.2001, სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.06.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/40996/