საქართველოს ტერიტორიაზე პიროლიზის თხევადი პროდუქტების იმპორტისა და რეექსპორტის აკრძალვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს ტერიტორიაზე პიროლიზის თხევადი პროდუქტების იმპორტისა და რეექსპორტის აკრძალვის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს, რომ ბოლო დროს საქართველოში გახშირდა სხვადასხვა კომპანიების მიერ პიროლიზის თხევადი პროდუქტების იმპორტი, რომლებიც გამოიყენება ბენზინში ან ნაფტაში პირდაპირი შერევით ბენზინის ოქტანური რიცხვისა და სასაქონლო პროდუქციის რაოდენობის გასაზრდელად.
იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად საქართველოში პიროლიზის თხევადი პროდუქტების გადამუშავების გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უსაფრთხო ტექნოლოგია არ არსებობს, პირდაპირი შერევის გზით მიღებული პროდუქტი ბენზოლის, ტოლუოლისა და სტიროლის მაღალი შემცველობის გამო მავნე ზემოქმედებას ახდენს გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამასთან, ბენზინის იმპორტისაგან განსხვავებით პიროლიზის თხევადი პროდუქტები იმპორტირებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავისუფლდება აქციზური და სხვა გადასახადებისაგან, რის გამოც ქვეყნის ბიუჯეტი კარგავს მნიშვნელოვან თანხებს,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. „პიროლიზური ფისის“ (ნავთობის პიროლიზური გადამუშავების თანამდევი პროდუქტები ნარევების სახით და ნარჩენები) იმპორტი, რეექსპორტი და გადამუშავება 2001 წლის 1 იანვრამდე.
2. რეკომენდაცია მიეცეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს, განიხილოს ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვისათვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხი.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი
თბილისი,
2000 წლის 27 ივნისი.
№400–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ტერიტორიაზე პიროლიზის თხევადი პროდუქტების იმპორტისა და რეექსპორტის აკრძალვის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე პიროლიზის თხევადი პროდუქტების იმპორტისა და რეექსპორტის აკრძალვის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.06.2000.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ტერიტორიაზე პიროლიზის თხევადი პროდუქტების იმპორტისა და რეექსპორტის აკრძალვის თაობაზე“?
- „საქართველოს ტერიტორიაზე პიროლიზის თხევადი პროდუქტების იმპორტისა და რეექსპორტის აკრძალვის თაობაზე“ მიღებულია 27.06.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №400. სარეგისტრაციო კოდი — 0000.00.00.000000.
- სად არის „საქართველოს ტერიტორიაზე პიროლიზის თხევადი პროდუქტების იმპორტისა და რეექსპორტის აკრძალვის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2000 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე პიროლიზის თხევადი პროდუქტების იმპორტისა და რეექსპორტის აკრძალვის თაობაზე“, №400, 27.06.2000, სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/40498/