ტყითსარგებლობის მოწესრიგების ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ტყითსარგებლობის მოწესრიგების ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ
ითვალისწინებს რა საზოგადოების აღშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ძალზე გახშირდა საქართველოდან ხის მორების გატანა, რაც ქმნის მრავალ პრობლემას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დაევალოს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ტყითსარგებლობის ლიცენზიის გამცემ უწყებათაშორის სატენდერო კომისიას, ტყითსარგებლობის ლიცენზია კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირობებთან ერთად გასცენ აგრეთვე იმ პირობით, რომ ხის მორების სამრეწველო გადამუშავება მოხდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
2. დაევალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტსა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს, ნებისმიერი სახის ჭრით მიღებული ხის მორების ექსპორტის მცდელობის შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი ზომები და დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს სათანადო რეაგირებისათვის.
3. დაევალოს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტებს, მოამხადონ სათანადო საკანონმდებლო წინადადებები შესაბამისად ხე-ტყის ექსპორტის მოსაწესრიგებლად და ხე-ტყის უკანონო ჭრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გასამკაცრებლად.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი.
თბილისი,
2001 წლის 27 აპრილი.
N871-IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტყითსარგებლობის მოწესრიგების ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „ტყითსარგებლობის მოწესრიგების ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.04.2001.
- როდის იქნა მიღებული „ტყითსარგებლობის მოწესრიგების ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ“?
- „ტყითსარგებლობის მოწესრიგების ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ“ მიღებულია 27.04.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №871. სარეგისტრაციო კოდი — 0000.00.00.000000.
- სად არის „ტყითსარგებლობის მოწესრიგების ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.04.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „ტყითსარგებლობის მოწესრიგების ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ“, №871, 27.04.2001, სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.04.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/40840/