რატიფიცირებული კრედიტების საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1505
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 60, 14/06/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

რატიფიცირებული კრედიტების საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

რატიფიცირებული კრედიტების საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტებმა პერიოდულად (წელიწადში ერთხელ მაინც) განიხილონ მათ საზედამხედველო სფეროებში რატიფიცირებული კრედიტების ათვისების მიმდინარეობის საკითხი და სათანადო ინფორმაცია წარუდგინონ პარლამენტს.

2. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშთან ერთად წარუდგინოს ინფორმაცია თითოეული რატიფიცირებული კრედიტის ათვისების მიმდინარეობის თაობაზე და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები რატიფიცირებული კრედიტებით განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით.

3. საქართველოს კონტროლის პალატამ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ ყოველწლიურ მოხსენებაში დეტალურად შეაფასოს რატიფიცირებული კრედიტების ათვისების მიმდინარეობა და მათი ეფექტიანობა.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე             ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2002 წლის 7 ივნისი.

№1505–IIს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რატიფიცირებული კრედიტების საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“?
დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „რატიფიცირებული კრედიტების საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.06.2002.
როდის იქნა მიღებული „რატიფიცირებული კრედიტების საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“?
„რატიფიცირებული კრედიტების საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 07.06.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1505. სარეგისტრაციო კოდი — 0000.00.00.000000.
სად არის „რატიფიცირებული კრედიტების საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.06.2002 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება „რატიფიცირებული კრედიტების საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“, №1505, 07.06.2002, სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/41356/