„ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 მარტის №13 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №95 |
|
2018 წლის 15 მარტი ქ. ვანი |
1. დანართის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტები:
„24. მწვანე ნარგავის დამზადება – ზეზეური ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა.
25. დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვა – ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირება.
26. დამზადებული მწვანე ნარგავების გადამზიდავი პირი – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვაზე დაინტერესებული პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ხეების ტრანსპორტირებისას, ან მისი არყოფნის დროს პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხეების ტრანსპორტირებას (მძღოლი ან/და შესაბამისი გადამზიდავი).
27. დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (შემდგომში „დოკუმენტი“) – დასაწყობებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის დოკუმენტი გაცემული ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
28. გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირების საბოლოო ადგილმდებარეობა, ზუსტი მისამართის მითითებით.
29. უფლებამოსილი ორგანო – ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური.
30. საშეშე მერქანი – მწვანე ნარგავების ჭრის შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამერტის მერქნული რესურსი, აგრეთვე ხეები, თუ მისის ღეროს დაუზიანებელი სწორი ნაწილის სიგრძე განტოტვამდე 2,5 მეტრზე ნაკლებია.
31. სამასალე ხე – ხეები მიეკუთვნებიან სამასალე კატეგორიას, თუ ხის ღეროს დაუზიანებელი სწორი ნაწილის სიგრძე განტოტვამდე შეადგენს 6,5 მ-ს, ხოლო 18 მეტრზე ნაკლები სიმაღლის ხეებისთვის – ხის სიმაღლის 1/3-ს.
32. ნახევრადსამასალე ხე – ხეები მიეკუთვნებიან ნახევრადსამასალე კატეგორიას, თუ ხის ღეროს დაუზიანებელი სწორი ნაწილის სიგრძე განტოტვამდე შეადგენს 2,5-დან 6,5 მეტრამდე.“.
2. დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტის მერია.“.
3. დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.“.
4. დანართის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.“.
5. დანართის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხეების ერთეულად მონიშვნა ხორციელდება მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ.“.
6. დანართის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო მეორე - ჭრის განმახორციელებელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან.“.
7. დანართის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. უფლებამოსილი ორგანოს მიერ მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება თითოეულ მწვანე ნარგავების აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე.“.
8. დანართის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით მწვანე ნარგავების მოვლა ხორციელდება სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე დასახულ ღონისძიებათა მიხედვით, გამოკვლევას ატარებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.“.
9. დანართის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მწვანე ნარგავების აღრიცხვის დროს ხანძარსაშიშროების კლასებად დაყოფა და ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნების დაგეგმვა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ.“.
10. დანართის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტიქიური მოვლენის (ხანძარი, ქარი, თოვლი, ზვავი, მეწყერი და სხვა) ან სხვა მასშტაბურ (სოციალური, ბიოლოგიური, გლობალური ეკოლოგიური და სხვა) გაუთვალისწინებელ შემთხვევებში უარყოფითი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებები ფინანსდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე.“.
11. დანართის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის მეთვალყურეობით, მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით განახორციელოს ჭრები მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ამ მუხლში აღნიშნული მიზნის მისაღწევად.“.
12. დანართის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო.“.
13. დანართის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს უფლებამოსილი ორგანო.“.
14. დანართის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სპეციალური ჭრა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე.“.
15. დანართის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სპეციალური ჭრით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის მეთვალყურეობით, ამ წესის 22-ე მუხლის შესაბამისად.“.
16. დანართის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან თანხმდება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხებისა და ინფრასტრუქტურის კომისიასთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე.“.
17. დანართის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო მეორე ეგზემპლარი - ჭრის განმახორციელებელ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთან.“.
18. დანართის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ხეების გადარგვა ხორციელდება ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე.“.
19. დანართის 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. სპეციალური და მოვლითი ჭრის შედეგად მიღებული, ძირნაყარი, ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებით გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების განთავსება და განკარგვა
1. ამ წესით გათვალისწინებული ჭრების შედეგად მიღებული, ძირნაყარი, ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავები (საშეშე ან/და სამასალე მერქანი) წარმოადგენს ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. ვანის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მწვანე ნარგავები (საშეშე ან/და სამასალე მერქანი) მიღება-ჩაბარების აქტით უსასყიდლოდ გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან ფიზიკურ პირებს მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
3. გადაწყვეტილებას მწვანე ნარგავების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ იღებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი, უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები შეიძლება დასაწყობდეს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას უფლებამოსილი ორგანოს მიერ ან/და ჭრის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
5. საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკური ან იურიდიული პირი უზრუნველყოფს მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილამდე.
6. უფლებამოსილი ორგანოს მიერ ინსპექტირებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის იარაღი (იარაღები) კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს. სააგენტოსათვის გადაცემამდე უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) შენახვას.
7. სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი პირი.
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – მომსახურების სააგენტოსთვის ჩამორთმეული იარაღების გადაცემამდე უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ჩამორთმეული იარაღის (იარაღების) შენახვას.“.
20. დანართის 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. ჭრის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო/პირი
1. ამ წესით გათვალისწინებულ ჭრას ახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დასკვნა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) ექვემდებარება თუ არა ხე-მცენარე მოჭრას, გადაბელვას, სხვლა-ფორმირებას;
ბ) ხის კატეგორიას (სამასალე, ნახევრადსამასალე, საშეშე);
გ) ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების ადგილის შესახებ (მისამართის ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით);
დ) ხე-მცენარეებიდან მიღებული მორის რაოდენობა, თითოეული მორის - ჯიში (სახეობა), მორის სიგრძე, მორის დიამეტრი წვრილი ბოლოდან, ხოლო ხე-მცენარეების (მათ შორის მწვანე ნარგავების) შემთხვევაში მათი ჯიში (სახეობა), რაოდენობა, ხე-მცენარეების დიამეტრი, რომელიც იზომება ფესვის ყელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე;
ე) მოჭრილი ხე-მცენარეების სავარაუდო მოცულობას (მ3) და განთავსების ადგილის ზუსტ მისამართს;
ვ) ხე-მცენარეების მესაკუთრის მონაცემების (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი) შესახებ.“.
21. დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი:
„მუხლი 231. ვანის მუნიციპალიტეტის ან/და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, დადგენილ შემთხვევაში მათზე სააგენტოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა
1. ვანის მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე- მცენარეების, მათ შორის კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობების (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისათვის სავალდებულოა ვანის მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ხე-მცენარის ადგილწარმოშობის ცნობა, რომელიც ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის კანონიერად წარმოშობის დადასტურების მიზნით, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების ადგილის შესახებ (მისამართის ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით);
ბ) ხე-მცენარეებიდან მიღებული მორის რაოდენობა, თითოეული მორის – ჯიში (სახეობა), მორის სიგრძე, მორის დიამეტრი წვრილი ბოლოდან, ხოლო ხე-მცენარეების (მათ შორის, მწვანე ნარგავების) შემთხვევაში მათი ჯიში (სახეობა), რაოდენობა, ხე-მცენარეების დიამეტრი, რომელიც იზომება ფესვის ყელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე;
გ) ხე-მცენარეების მესაკუთრის მონაცემებს (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი) შესახებ;
2. ვანის მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე- მცენარეების, მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობების (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა) მიღებული წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის და ერთ მეტრზე მეტი სიგრძის მერქნული რესურსის ტრანსპორტირების მიზნით სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება. ამასთან, სახერხ საამქროში შეტანის მიზნებისთვის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემასა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებას ექვემდებარება აღნიშნული ხე-მცენარეებიდან (მათ შორის დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში – ასევე სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებიდან) მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და წვრილი ბოლოდან 4 და მეტი სანტიმეტრის დიამეტრის ხე-მცენარეები. ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ვალდებულია დადგენილი წესით გადაიხადოს სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დადგენილი მომსახურების საფასური და მიმართოს სააგენტოს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია ვანის მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ადგილწარმოშობის ცნობა.
4. ვანის მუნიციპალიტეტის მიერ ამ წესის საფუძველზე განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება სპეციალური ჭრის განმახორციელებელი პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სადაც მითითებული უნდა იყოს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშების მიხედვით, ასევე ხე-ტყის განთავსების ადგილი.
5. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება დადგენილი წესით ჭრის განხორციელების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.“.
22. დანართის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისს ადგენს უფლებამოსილი ორგანო.“.
23. დანართის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უფლებამოსილი ორგანო სპეციალური ჭრის განხორციელებისათვის აღრიცხვის უწყისის საფუძველზე მოსაჭრელი ხეების დანიშვნის სამუშაოების დასრულების შემდეგ, იტანხმებს დანიშნული ხეების შესაბამისობას აღრიცხვის უწყისთან.“.
|