ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 05.03.2018
ძალაში შესვლა 05.03.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0/2
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016521
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/03/2018
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით | ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და
მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტრო, (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი),
ხელმძღვანელობენ რა, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით, კერძოდ: სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, სუვერენული თანასწორობის პატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით;
ითვალისწინებენ რა, პოლიტიკური კონსულტაციების გამართვისა და საერთო ინტერესის რეგიონულ და გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დონეზე აზრთა გაზიარების სარგებლიანობას;
სურვილი აქვთ რა, გააძლიერონ თანამშრომლობა და ორმხრივი კონტაქტები ორი სახელმწიფოს საგარეო უწყებებს, დიპლომატიურ მისიებსა და სხვა წარმომადგენლობებს შორის,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
1. მხარეები ურთიერთშეთანხმებით ჩაატარებენ რეგულარულ შეხვედრებსა და კონსულტაციებს იმ საკითხებზე, რომლებიც შედის მათი კომპეტენციების სფეროში.
2. შეხვედრები/კონსულტაციები მოიცავს შემდეგს:
a) პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
b) ორმხრივი რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც წარმოადგენს მხარეების საერთო ინტერესს;
c) საერთო ინტერესის საკითხებს, რომლებზეც მუშაობენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც ორივე მხარის სახელმწიფოა.
მუხლი 2🔗
1. შეხვედრები/კონსულტაციები მონაცვლეობით გაიმართება მხარეთა სახელმწიფოებში.
2. მხარეები წინასწარ განსაზღვრავენ დელეგაციების დონეს, ასევე შეხვედრების/ კონსულტაციების თარიღებსა და დღის წესრიგს.
მუხლი 3🔗
მხარეებს შეუძლიათ ერთობლივი შეთანხმებით შექმნან სამუშაო ჯგუფები ან ექსპერტთა ჯგუფები ცალკეული საკითხების შესწავლის მიზნით.
მუხლი 4🔗
მხარეები მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს თავიანთ შესაბამის წარმომადგენლებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში, თავიანთი ორი სახელმწიფოს დაახლოების, საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისა და ყველა ქვეყანასთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, გაეროს წესდების შესაბამისად.
მუხლი 5🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროში და ინიციატივების განხორციელებას იმ შეთანხმებების, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმების მიზნით, რომლებიც მიმართულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა განმტკიცებისკენ.
მუხლი 6🔗
მხარეებს შორის წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყდება კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 7🔗
მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 8🔗
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ, იგი ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებით.
2. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, დიპლომატიური არხების საშუალებით, წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმს. ურთიერთგაგების მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი (6) თვის შემდეგ.
შესრულებულია ქ. სარაევოში, 2018 წლის 5 მარტს, ორ დედნად, ინგლისურ ენაზე, ამასთან, ორივე დედანი თანაბრად ავთენტურია.
საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით
ბოსნია და ჰერცეგოვინას
საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით