ხაშურში, სანაპიროს ქუჩის მონაკვეთისათვის მამუკა სულაბერიძის სახელწოდების მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 06.03.2018
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/03/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.03.2018 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ხაშურში და ოსიაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ
ახალსოფელში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრებით სახელდების
შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ბუღაურას დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩისა და მისი განშტოებებისათვის „ბერი გაბრიელ სალოსის“ სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ ხაშურში, ე.წ,, აეროდრომის დასახლებაში“ მდებარე უსახელო ქუჩისათვის,,მთავარანგელოზთა“ ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის პეტრე ზამბახიძის სახელის მინიჭების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურში, სანაპიროს ქუჩის მონაკვეთისათვის მამუკა სულაბერიძის სახელწოდების მინიჭების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №30
2018 წლის 6 მარტი
ხაშური
ხაშურში, სანაპიროს ქუჩის მონაკვეთისათვის მამუკა სულაბერიძის სახელწოდების მინიჭების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ერთობლივი განცხადებით მიმართა ხაშურის, სანაპიროს ქუჩის მოსახლეობამ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, რათა ხაშურში, სანაპიროს ქუჩის მონაკვეთს ეწოდოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1991 წელს დაღუპული მებრძოლის მამუკა სულაბერიძის სახელი. „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის N239 დადგენილების შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობა. (2017 წლის 22 დეკემბრის სხდომის ოქმი №10)
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. ქალაქ ხაშურში სანაპიროს ქუჩის მონაკვეთს ქალაქის ცენტრში აღმაშენებლის და ტელიაფუსის ქუჩების გადაკვეთიდან კოორდინატებით X-384226, Y-4650261, დასახლების ბოლომდე კოორდინატებით X-384633, Y4650290 მიენიჭოს მამუკა სულაბერიძის სახელი.
2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას;
3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
5. განკარგულება ძალაში შევიდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის: ხაშური, კოსტავას ქ. №15).
საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი