ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის პეტრე ზამბახიძის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №26/93 |
|
2019 წლის 25 ნოემბერი ქ. ფოთი |
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩას ეწოდოს პეტრე ზამბახიძის ქუჩის სახელი, თანდართული სიტუაციური გეგმისა და ორთოფოტოს შესაბამისად.
2. აბრა წარწერით „პეტრე ზამბახიძის ქუჩა“ დაიდგას ქუჩის შემოსასვლელში.
3. ეს განკარგულება:
ა)გადაეგზავნოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელმაც ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;
ბ ) 10 დღის ვადაში:
ბ.ა) გადაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;
ბ.ბ) გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე .
განკარგულების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას.
განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №3).
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი,
თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია