ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის გურამ გაბესკირიას სახელდების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12/81
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.111.016004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/11/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №12/81

2022 წლის 25 ნოემბერი

ქ. ფოთი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის   გურამ გაბესკირიას სახელდების შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-12 და მე-15 პუნქტების თანახმად და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2022წლის  21 ოქტომბრის №34   ოქმის შესაბამისად ,

მუხლი 1 .

1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩას მიენიჭოს  გურამ გაბესკირიას   სახელი და მისი სახელწოდება განისაზღვროს შემდეგნაირად: „გურამ გაბესკირიას ქუჩა“,თანდართული სიტუაციური გეგმისა   და ორთოფოტოს შესაბამისად.

2. აბრა წარწერით „გურამ გაბესკირიას ქუჩა“ დაიდგას ქუჩის შემოსასვლელში .

3. ეს განკარგულება:

ა) რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს და ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;

ბ) მიღებიდან 10 დღის ვადაში:

ბ.ა) გადაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;

ბ.ბ) გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

მუხლი 2 .

განკარგულების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას.

მუხლი 3 .

განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

მუხლი 4 .

განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით,გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №3).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                  ალექსანდრე ტყებუჩავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის გურამ გაბესკირიას სახელდების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის გურამ გაბესკირიას სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.11.2022.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის გურამ გაბესკირიას სახელდების შესახებ“?
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის გურამ გაბესკირიას სახელდების შესახებ“ მიღებულია 25.11.2022. მიმღები ორგანო — ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12/81. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.111.016004.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის გურამ გაბესკირიას სახელდების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის გურამ გაბესკირიას სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.11.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის გურამ გაბესკირიას სახელდების შესახებ“, №12/81, 25.11.2022, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.111.016004 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5625599/