ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წმინდა გიორგის ქუჩის მონაკვეთისათვის უნივერსიტეტის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება № 17/56
2017 წლის 28 ივლისი
ქ. ფოთი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე , წმინდა გიორგის ქუჩის მონაკვეთისათვის უნივერსიტეტის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-12-მე-15 პუნქტების თანახმად და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2017 წლის 7 ივლისის №9 ოქმის შესაბამისად, ქალაქ ფოთის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წმინდა გიორგის ქუჩის მონაკვეთს ეწოდოს უნივერსიტეტის ქუჩის სახელი, თანდართული სიტუაციური გეგმისა და ორთოფოტოს შესაბამისად.
2. აბრა წარწერით „უნივერსიტეტის ქუჩა“ დაიდგას ქუჩის შემოსასვლელში.
2. ეს განკარგულება:
ა) რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს და ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;
ბ) მიღებიდან 10 დღის ვადაში:
ბ.ა) გადაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;
ბ.ბ) გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
განკარგულების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას.
განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №3).
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ,
თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წმინდა გიორგის ქუჩის მონაკვეთისათვის უნივერსიტეტის სახელის მინიჭების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წმინდა გიორგის ქუჩის მონაკვეთისათვის უნივერსიტეტის სახელის მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.07.2017.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წმინდა გიორგის ქუჩის მონაკვეთისათვის უნივერსიტეტის სახელის მინიჭების შესახებ“?
- „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წმინდა გიორგის ქუჩის მონაკვეთისათვის უნივერსიტეტის სახელის მინიჭების შესახებ“ მიღებულია 28.07.2017. მიმღები ორგანო — ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17/56. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.111.016001.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წმინდა გიორგის ქუჩის მონაკვეთისათვის უნივერსიტეტის სახელის მინიჭების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წმინდა გიორგის ქუჩის მონაკვეთისათვის უნივერსიტეტის სახელის მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.07.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წმინდა გიორგის ქუჩის მონაკვეთისათვის უნივერსიტეტის სახელის მინიჭების შესახებ“, №17/56, 28.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.111.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3764869/