ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, ცენტრალური ქუჩისათვის, პოლკოვნიკ გიორგი გოგობერიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8-ი
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.167.016004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/03/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

განკარგულება № 8-ი

2019 წლის 1 მარტი

ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, ცენტრალური ქუჩისათვის პოლკოვნიკ გიორგი გოგობერიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1ივნისის №239 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით:

    მუხლი 1

მიენიჭოს პოლკოვნიკ გიორგი გოგობერიშვილის სახელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში ცენტრალურ ქუჩას, თანდართული რუკის შესაბამისად.

    მუხლი 2

ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

    მუხლი 3

ეს განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“- გამოსაქვეყნებლად.

    მუხლი 4

განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 5

განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი:

ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                                      კარლო ჯამბურია