ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ლელიანში მდებარე ქუჩისათვის იოანე ნათლისმცემელის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№გ-93. 93242153
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.167.016022
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/08/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-93. 93242153

  2024 წლის 2 აგვისტო

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ლელიანში მდებარე ქუჩისათვის იოანე ნათლისმცემლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით:
მუხლი 1

მიენიჭოს იოანე ნათლისმცემლის სახელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ლელიანში (ლელიანის ადმინისტრაციული ერთეული) მდებარე ქუჩას, თანდართული რუკის შესაბამისად.

მუხლი 2

ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

ეს განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ-ს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად.

მუხლი 4

განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 5

განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             კარლო ჯამბურია