2018 წლის აპრილ-მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №22/2018 |
|
2018 წლის 17 მარტი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები რეგისტრირებულად ჩაითვალონ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისთვისაც, თუ კი, რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ამ არჩევნების დაკვირვების სურვილის თაობაზე წერილობით განაცხადებს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრულ ვადაში. |
| მუხლი 2 |
სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ორივე სახის შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარების მიზნით, განცხადებით მომართვის შემთხვევაში, რეგისტრაციაში გასატარებლად საკმარისია წესდების ან სადამფუძნებლო დოკუმენტის დამოწმებული ასლის ერთი ეგზემპლარის წარმოდგენა.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2018 წლის აპრილ-მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „2018 წლის აპრილ-მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.03.2018.
- როდის იქნა მიღებული „2018 წლის აპრილ-მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“?
- „2018 წლის აპრილ-მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 17.03.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №22/2018. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.15.008.016397.
- რამდენი მუხლისგან შედგება „2018 წლის აპრილ-მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „2018 წლის აპრილ-მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.03.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „2018 წლის აპრილ-მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“, №22/2018, 17.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016397 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4104066/