ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.03.2018 ძალადაკარგული 19.12.2023
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.132.016372
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №24

2018 წლის 16 მარტი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექ­სი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუ­მის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრი­ცხვისა და გაწვევის სამსა­ხურის დე­­ბულება, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბა­თუ­მის მუნიციპალიტეტის მერიის მობილი­ზაციის, სამხედრო აღ­რი­ცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკი­ცე­ბის შე­სახებ“ ქალაქ ბა­თუ­­მის მუნიციპალიტეტის საკ­რებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №26 დად­გე­ნი­ლე­ბა (www.matsne.gov.ge, 01/09/2014წ; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.132.016222).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთამაზ სალუქვაძე



დანართი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მობილი­ზაციის, სამხედრო აღ­რი­ცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია ) სტრუქტურული ერთეულის – მერიის მობილიზაციის , სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის (შემდგომში – სამსახური ) სამართლებრივ სტატუსს , სტრუქტურას , უფლებამოსილებასა და ანგარიშვალდებულებას , ასევე , აწესრიგებს მის საქმიანობასთან და ­კავ ­შირებულ სხვა საკითხებს .

2. სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს , რომელიც შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ და მერიის დებულების შესაბამისად .

3. სამსახურის სრული დასახელებაა : ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის , სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური .

4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის , მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისგან და თანამშრომლებისგან .

5. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით , საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით , საქართველოს კანონმდებლობით , ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით .

6. სამსახურს გააჩნია ბლანკი , ბეჭედი – სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით .

7. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას , არ აქვს დასრუებული ბალანსი და ანგარიში .

8. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში –მერი ) წინაშე .

9. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მერი .

10. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მერიას .

 11. სამსახურის იურიდიული მისამართია : ქ . ბათუმი , ლუკა ასათიანის ქ . №25.


მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპები
სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;

გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა;

ე) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება, კანონმდებლობის საფუძ­ველზე;

ვ) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგა­წონას­წორე­ბით;

ზ) მიუკერძოებლობა;

თ) საქვეყნოობა და საჯაროობა;

ი) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.


მუხლი 3. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ამოცანებია:

ა) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახუ­რი­სათ­ვის მომ­ზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;

ბ) ახალგაზრდებთან პატრიოტულ - აღმზდელობითი მუშაობა;

გ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა,  სერ­ჟან­­­ტ­­­თა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება;

დ) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მო­ზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა;

ე) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.

2. სამსახურის ფუნქციებია:

ა) კანონმდებლობით განსაზღვრული პირ(ებ)ის პირველადი სამხედრო აღრიცხვა;

ბ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შეს­რუ­ლება;

გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანი­ზება;

დ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია; სამობილიზაციო მოთ­ხოვ­ნა­თა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო - სამობილი­ზა­ციო გაშ­ლი­­სათვის შესაბამისი ბაზის მომზადება;

ე) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მი­ღება, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა;

ვ) თავისი უფლებამოსილების საჭირო ინფორმაციის სახელმწიფო ორგანოებიდან, კერძო სტრუქტურებიდან, დაწე­სე­ბულებე­ბიდან და ორგანიზაციებიდან გამოთხოვა;

ზ) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანი­სა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუმჯობესების მიზნით საკითხების შესწავლა და განსა­ხორ­­ციელე­ბელ ღონისძიებათა გეგმის შედგენა;

თ) მერის ცალკეული დავალებების შესრულება;

ი) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებუ­ლე­­­ბით, ამ დებულებით, მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემ­დგომ­ში - საკრებულო) ადმინისტ­რა­ცი­ულ-სამარ­თლებ­რივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორ­ციე­ლე­ბა.


მუხლი 4. სამსახურის უფლებები და ვალდებულებები
1. სამსახური უფლებამოსილია:

ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია და მონაცემები სხვადასხვა დაწესებულებებიდან, ორგანიზა­ციე­ბი­დან და საწარ­მოებიდან, აგრეთვე, ფიზიკური და იური­დიული პირე­ბისგან;

ბ) თავის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყო­ფი­სათვის, შეი­მუ­შაოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სამართლებრივი, ეკო­ნო­­­მიკური და ორგა­ნი­ზა­ციული მექანიზმები;

გ) დაქვემდებარებულ სფეროებში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე და­უ­ყოვნებლივ მოამზადოს სათანადო წინადადებები და წარადგინოს ისინი შესაბამის ორ­გა­ნო­ში;

დ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს საზო­­გა­­დოე­ბის ინფორმირება, დარგში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექ­ტი­ვების შესახებ;

ე) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს ადგი­ლო­ბრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკ­რე­ბუ­ლოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტე­ბით განსაზღვრული სხვა უფლებ­ამო­სილებები.

2. სამსახური ვალდებულია:

ა) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, განიხილოს იგი დად­გენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და სამართლებრივი აქტების ფარგლებში, რო­მელთა აღსრულებაც შედის მის კომპეტენციაში;

ბ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას, კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კა­ნო­ნმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მო­თ­ხოვნები.


მუხლი 5. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დად­გე­ნილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვი­სუ­ფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამსახურს და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამო­ცა­ნებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე უნაწი­ლებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამ­სახუ­რეებს, ისმენს მათ ანგა­რი­შებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირე­ბით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლი­ნური პასუხისმ­გებ­ლო­ბის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლი­ნების, პროფე­სიუ­ლი გან­ვი­თა­რების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართ­ველოს კანონით დადგე­ნი­ლი წესით;

ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორ­მებსა და მე­თოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ვ) უნაწილებს თანამშრომლებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას და აწესებს კონ­ტ­როლს მათ შესრულებაზე;

ზ) კო­ნ­ტ­როლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას;

თ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინა­განა­წესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს;

ი) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუ­მენ­­ტა­ციას, მათ შორის ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუ­მენ­ტა­ციის მოქ­მედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების დროს გამოვლენილ ხარ­ვე­ზე­ბის დად­გე­ნის შე­სა­ხებ შესაბამის წერილებს;

კ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოს­ცემს ინ­დი­ვიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

ლ) სამსახურისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ საკითხებს და მერიის თანამ­დებობის პირე­ბის ად­მი­ნისტრაციულ-სა­მა­რ­თლებრივი აქ­ტე­ბის პროექ­ტებს;

მ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგი­ლე(ებ)ს, ასევე, სტრუქტურული ერთეულების ხელმძ­ღ­ვა­ნე­ლებს;

ნ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დას­კვნე­ბ­სა და რეკომენდაციებს;

ო) მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს, განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

პ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ საბჭოებში, სა­მუშაო ჯგუფებში და კომისიებში;

ჟ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონა­წი­ლეობ­დეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მერის მოად­გი­ლ(ეებ)ის ცა­ლ­­­კეულ დავალებებს;

ს) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებ­ლო­ბით, მერიის დებულებით, ამ დებუ­ლე­ბითა და შესაბამისი სამართლებ­რივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურის, სამსახურის დაქვემ­დებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციების შესრუ­ლება და პასუ­ხისმ­გებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე.

4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახური­სადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლე­ბა­მო­­­­სილება.

5. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ფუნქციებს, მერის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს ერთ-ერთი განყოფი­ლების უფროსი.

6. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანო­ბი­სათვის მერის წინაშე.

7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახუ­რებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განი­საზ­­­ღ­ვ­რე­ბა საქართველოს კანონმ­დებლობით.


მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთ­ვნე­ბუ­ლი უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) პირველადი სამხედრო აღრიცხვის განყოფილება;

ბ) გაწვევის განყოფილება;

გ) მობილიზაციის განყოფილება.

3. განყოფილებების გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზ­ღვრება წი­ნამდებარე დებულებით.


მუხლი 7. პირველადი სამხედრო აღრიცხვის განყოფილების უფლებამოსილებები
1. პირველადი სამხედრო აღრიცხვის განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას და სამ­ხედ­­რო სამ­სა­ხურისათვის მომზადებას;

ბ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანი კონ­ტი­ნგენტის მოსამზადებელ სამუ­შაოთა შესრულებას;

გ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანი ჭაბუ­კების სიის ფორმირებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითა­რების სააგენტოს შესაბამისი სამსახურიდან და მუნიციპალიტეტის ტერიტო­რიაზე მოქმედი საგან­მა­ნათ­ლებლო დაწესებულებებიდან მიღებული სიების ურთიერთ­შე­ჯერების საფუძ­ველზე;

დ) ქმნის პირველადი სამხედრო აღრიცხვის ერთიან ელექტრონულ ბაზებს;

ე) გამოავლენს და პირველად სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად მოამზადებს უწყე­ბებს და აკონტროლებს აღრიცხვაზე აყვანას იმ ჭაბუკებისა, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითა­რების სააგენტოს შესაბამისი სამსახურისა და სასწავლო დაწესებულებების მიერ მოწო­დე­ბული სიების შედარების საფუძველზე ვერ ხვდება ერთიან სიაში;

ვ) მერს წარუდგენს პირველადი სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანი მოქალაქეების ინდივი­დუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს; 

ზ) მონაწილეობას იღებს ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხების გან­ხილ­ვასა და გადაწყვეტაში. შეისწავლის მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და განსა­ხორციელე­ბელ ღო­ნისძიებათა შესახებ საკითხს, სავალდებულო სამხედრო სამ­სა­ხურში გაწვევის გაუმჯობესების მიზნით;

თ) უზრუნველყოფს პირველად სამხედრო აღრიცხვა­ზე ასაყვანი და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევი თავის ამრიდებელი მოქალაქეების  შესახებ მასალების მომზადებას და მათ გადა­ცე­მ­ას სამართალდამცავი ორგანოებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

ი) უზრუნველყოფს უწყებების დარიგების კოორდინაციასა და ადმინისტრირებას;

კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხო­ლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონ­მდებ­­­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილები­სათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე; 

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს, გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგა­ნაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახუ­რეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქ­ციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფრო­სის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსა­ხუ­რებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 8. გაწვევის განყოფილების უფლება­მო­სილებები
1. გაწვევის განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილი მოქა­ლა­ქეების ანბანურ წიგნში ასახვას, სამხედ­რო სამ­სა­ხურისათვის მომზადებას და სავალ­დებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგა­ნიზებას;

ბ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუ­შაოთა შესრულებას;

გ) უზრუნველყოფს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზებას;

დ) შეისწავლის მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუმჯობესების მიზნით საკითხს, განსა­ხორციელე­ბელ ღო­ნისძიებათა შესახებ;

ე) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხო­ლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონ­მ­დებ­­­ლო­ბით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვისუფ­ლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილები­სათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე; 

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს, გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგა­ნაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახუ­რეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქ­ციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფრო­სის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსა­ხუ­რებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 9. მობილიზაციის განყოფილების უფლებამოსილებები
1. მობილიზაციის განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგით­თა, კაპრალთა და სერჟან­ტ­­­თა) აღრიცხვის ორგანიზებას;

ბ) უზრუნველყოფს აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერ­ვის­ტთა შერჩევას, მოზიდვას და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგ­ზავ­ნას;

გ) უზრუნველყოფს რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანი­ზებას;

დ) უზრუნველყოფს ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაციას; სამო­ბი­­ლი­ზა­ციო მოთხოვნა­თა დაკმაყოფილებას ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯა­რისო - სამობი­ლი­ზაციო გაშლი­სათვის შესაბამისი ბაზის მომზადებას;

ე) ქმნის სამობილიზაციო რესურსების ერთიან ელექტრონულ ბაზას;

ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხო­ლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონ­მ­დებ­­­­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვისუფ­ლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილები­სათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე; 

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს, გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგა­ნაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახუ­რეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქ­ციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფრო­სის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსა­ხუ­რებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 10. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუს­ხით.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდე­ბობ­რივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით გან­სა­ზ­ღ­ვ­­რულ ფუნქციებს.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმ­დებ­ლო­ბა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმი­ნის­ტრაციულ-სა­მა­რ­თლებრივი აქტები. 


მუხლი 11. სამსახურის დაფინანსება და ქონება
1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით.

2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს მუნიცი­პა­ლი­ტე­ტის საკუთრებას.


მუხლი 12. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებას, მერის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მო­­ქ­მე­დი კანონმდებლობით დად­გენილი წე­სით.