ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.03.2018
ძალაში შესვლა 01.05.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016375
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,272 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.03.2018 მიღება
01.05.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ სალუქვაძე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 16.01.2018 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.10.2017 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.05.2022 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 02.09.2014 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 14.08.2020

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №27 2018 წლის 16 მარტი ქ. ბათუმი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხ­ლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შე­სა­ბა­მი­სად, ქალაქ ბათუ­მის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსა­ხურის დე­­ბულება, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბა­თუ­მის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთე­ლო­ბისა და სოცია­ლუ­რი დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბა­თუ­­მის მუნიციპალიტეტის საკ­რებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №28 დად­გე­ნი­ლება (გამოქ­ვეყ­ნე­­ბის წყარო, თარიღი: www.matsne.gov.ge, 01/09/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132. 016224). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთამაზ სალუქვაძე დანართი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოცია­ლუ­რი დაცვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (შემ­დგომ­ში – მე­­რია) სტრუ­ქტურული ერთეულის – მერიის ჯანმრთელობისა და სოცია­ლუ­რი დაცვის სა­მ­სა­ხუ­რის (შემ­დგომ­ში – სამ­სახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუ­ქ­ტუ­რას, უფლება­მო­სი­ლე­ბა­სა და ანგა­რი­შ­ვა­ლდე­ბუ­ლე­ბას, ასევე, აწესრიგებს მის საქმიანო­ბასთან და­კავ­შირებულ სხვა საკი­თ­ხებს. 2. სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერ­თე­­ულს, რომე­ლიც შექმ­ნი­ლია საქარ­თ­­ველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თ­ვე­­ლობის კოდექსი“ და მერიის დე­ბუ­ლე­ბის შე­საბამი­სად. 3. სამსახურის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრ­თე­ლო­ბისა და სოცია­ლუ­რი დაცვის სამსახური. 4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუ­ქ­ტურული ერთეუ­ლების – განყოფილებებისგან და თანამშრომ­ლე­ბის­გან. 5. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუ­ციით, საერ­თა­შორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონ­მდებ­ლობით, ქალაქ ბა­თუმის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ორგანოების სამართლებრივი აქტები­თა და ამ დებულებით. 6. სამსახურს გააჩნია ბლანკი, ბეჭედი – სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. 7. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დას­რუ­­­ლებული ბალანსი და ანგარიში. 8. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის (შემ­­­დგომ­ში – მე­რი) წინაშე. 9. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციე­ლებს მერი ან/და კურატორი მერის მოადგილე. 10. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მე­რიას. 11. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპები სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე; დ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა; ე) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება, კანონმდებლობის საფუძ­ველზე; ვ) საქმიანობის განხორციელება, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგა­წონას­წორე­ბით; ზ) მიუკერძოებლობა; თ) საქვეყნოობა და საჯაროობა; ი) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები. მუხლი 3🔗. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახურის ამოცანებია: ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს განვითარების პოლიტიკის სტრატე­გიული დოკუმენტების შემუშავება და განხორციელება; ბ) ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის სფეროში მერიის კომპეტენციას მიკუთვ­ნებული საკითხების მართვა (კოორ­დინაცია და ზედამხედველობა); გ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის სფეროში მუნიციპალური პროგ­რამე­ბის შემუშავება და განხორციელება; დ) სანიტარიული კანონმდებლობის შესრულებაზე კომპეტენციის ფარგლებში კონ­ტრო­ლის განხორციელება; ე) ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ღონისძიებების ხელშეწყობა; ვ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაავადებათა პროფილაქტიკის მიმართუ­ლე­ბე­ბის განსაზღვრა; ზ) მოსახლეობის სოცალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. 2. სამსახურის ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის, პროგრამების შემუშავება; ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორ­ცი­ელება; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სახე­ლ­მ­­წიფო და მუნიციპალური პროგრამების ურთიერთკოორდინაცია; დ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროგრამების ხელშეწყობა და კოორ­დინაცია; ე) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დარგში ღონის­ძიებათა შემუშავება; ვ) სოციალურ სფეროში სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთა­შო­რისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელ პროგრამებში მონაწილეობა და მათი კოორდინაცია; ზ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, გარან­ტი­რე­ბუ­ლი, კვალი­ფი­ციური, ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების გაწევის ორ­განი­ზაცია, არსე­ბულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებთან შეთანხმე­ბული, კოორდინირებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; თ) მუნიციპალიტეტში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის კოორ­­­დი­ნა­ცია, დაწესებული ნორმებისა და მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბა­მისად; ი) დამტკიცებული სტანდარტების ფარგლებში, სამედიცინო დახმარების ხარისხის უზრუნ­ველყოფა; კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი პირობების გათვალის­წინე­ბით, სპე­ცია­ლური ადგილობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მოსახლეობაში ჯან­საღი ცხოვრების წესის პროპაგანდა; ლ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ჯანდაცვის პროგრამების შემუშავება და გატარება; მ) მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ქსელში (როგორც სტაციონარულ, ისე ამბულა­ტო­რიულ­ში) მიმდინარე პროცესების რეფერალური და სახელმწიფო პროგრამების მოსახლეობის ჯანმრ­თე­ლობის დაცვის უზრუნველყოფისკენ მიმართული სხვა გლობალური ღონისძიებების (მათ შორის საყოველთაო დაზღვევის შესახებ საერთო ინფორმაციული ბაზის შექმნა, პროგრამის გან­მხორ­ციელებელთან კოორდინაცია; ნ) მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სფეროდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ დე­ლე­გირებული გარკვეული ფუნქციების აღება; ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება; პ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა; ჟ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლების ანალიზის, ავადობის გრძე­ლი და მოკლევადიანი პროგნოზირების პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა თა­ვისი კომპტენეციის ფარგლებში; რ) მუნიციპალიტეტისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, მოსახ­ლე­ობის ჯან­მრ­თელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ს) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანამანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებუ­ლე­ბებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ტ) ავადობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და სამეცნიერო სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდება, დადგენილი წესით; უ) გადამდები (განსაკუთრებით საკარანტინო) დაავადებების ეპიდკონტროლის განხორ­ციელება, მათი აღმოცენების, გავრცელების შეზღუდვა, სათანადო ეპიდსაწინააღმდეგო ღონის­ძიებების ორგანიზაცია და გატარება; ფ) სამედიცინო დაწესებულებებში ეპიდრეჟიმის კონტროლი, მუნიციპალიტეტის ტერი­ტო­რიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში (საპარიკ­მახ­ე­რო­ე­ბი, კოსმეტიკური კაბინეტები, სასტუმროები, კემპინგები, მოტელები, ავტოსადგომები, აბანოე­ბი, საუნები, საშხაპეები, სამრეცხაოები, საზოგადოებ­რივი პლაჟები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები, სპორტული მოედნები, ნაგავსაყ­რელები, ტურისტული ბაზები, სანატორიუმები, სა­თა­მაშო სახლები, საგამოფენო დარბაზები, კლუბები, ატრაქციონები და საზოგადოებრივი მნიშ­ვ­ნელობის სხვა დაწესებულებები) სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ქ) დადგენილი წესით, დაწესებულების მოწყობის სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებ­თან შესა­ბა­მისობის შესწავლა; ღ) მოსახლეობის სოციალური მონიტორინგი და ინდივიდზე ორიენტირებული-პერ­სო­ნიფიცირებული სოციალური დახმარების გაწევა; ყ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური პირობების გავლენის შესწავლა; შ) დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის სამედი­ცი­ნო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ოპტიმიზაციის ხელშეწყობა; ჩ) საქმიანი კონტაქტების დამყარება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზა­ციებთან, ფიზიკურ პირებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; ც) სამედიცინო დაწესებულებებთან, მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად, სახელშეკ­რუ­ლებო პირობების დაცვის კოორდინაცია; ძ) მოსახლეობის დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახმარებისა და სხვა­დას­ხვა სახის შეღავათების გაწევა, მოსახლეობის სოციალური გარანტიების განმტკიცების მიზნით, სადაზღ­ვე­ვო კომპანიების მუშაობის ხელშეწყობა; წ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის, დასაქმებისა და დემო­გ­რაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა; ჭ) სამზრუნველო დაწესებულებების ქსელის განვითარება, თავშესაფრების მოწ­ყობა და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარება; ხ) მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სტატის­ტი­კური მონაცემების და მუნიციპალიტეტის ბენეფიცირთა ერთიანი საინფორ­მაციო ბანკის შექმნა; ჯ) შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების ადგილობრივი პროგრამების შედ­გენა-განხორციელება, დემოგრაფიული პროგრამების ინფორმაციული ბანკის შექმნა; ჰ) ცხოვრების ჯანსაღი წესის, მავნე ჩვევათა და საერთო ქცევითი დამოკი­დებუ­ლე­ბების კორექცია ჯანსაღი უნარ-ჩვევათა განვითარების ფორმირების და დამკვიდრების მიზნით ადგილობრივი მასობრივი საინფორმაციო საშუალებით და სხვა ღონისძიებე­ბით, ფართო სამედიცინო სააგიტაციო-პროპაგანდისტური მუშაობის ორგანიზაცია-წარმართვა; ჰ​1) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის დაავადებათა პროფილაქტიკის პრი­ორი­ტე­­ტუ­ლი მიმართულებების განსაზღვრა, შესაბამისად, პროფილაქტიკური პროგ­რამების პროექტი­რება, ორგანიზება და განხორციელების ხელშეწყობა; ჰ​2) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის და მიზნობრივ ჯგუფებში (შ.შ.მ. პირები,  სოციალუ­რად დაუცველები, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, იძულებით გადაადგილებული პირები, ასაკით პენსიონერები, და სხვა) სხვადასხვა სახის დახმარების ხელშეწყობა; ჰ​3) დაავადებათა ადრეული გამოვლენის მიზნით, სქრინინგ-პროგრამების შემუშავება; ჰ​4) სანიტარიულ კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსახლე­ო­ბი­სათვის ეპიდკეთილსაიმედო მდგომარეობის უზრუნველყოფა; ჰ​5) ჯანდაცვითი პროგრამების (ცენტრალური და მუნიციპალური) პროექტების შედგენასა და დამტკიცებაში მონაწილეობა; ჰ​6) მოსახლეობაში პრევენციურ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, ინფორ­მირებულობის დონის შეფასება; ჰ​7) ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ეპიდ­სიტუაციის გაუარესების პროგნოზირება და სათანადო წინადადებების შემუშავება; ჰ​8) მედიკამენტების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა; ჰ​9) სოციალური კვლევების წარმოება, ჯანსაღ საზოგადოებრივ დამოკიდე­ბულებათა ფორ­მი­რების ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებების ეფექტური განხორციე­ლე­ბის მიზნით; ჰ​10) დონაციის ორგანიზების საინფორმაციო სისტემის ფორმირება, რისკჯგუფების კვლევა; ჰ​11) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იური­დი­ული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქარ­თველოს სხვა­დასხვა კანონით დადგენილი ზომების განხორციელება; ჰ​12) მუნიციპა­ლი­ტეტის ტე­რი­­­­­­­ტორიაზე განხორციელებელი ტუბერკულოზის საწინააღ­მდე­გო ღონის­ძიებების შემუშავება, ხელშწყობა და მონი­ტო­რინგი; ჰ​13) ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვის და პროფილაქტიკის ხელშეწყობა; ჰ​14) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებუ­ლე­­­ბით, ამ დებულებით, მერისა და ქა­ლაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემ­დგომ­ში – საკრებულო) ადმი­ნის­ტ­რა­ცი­ულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსი­ლე­ბა­თა განხორ­ციე­ლე­ბა. მუხლი 4🔗. სამსახურის უფლებები და ვალდებულებები 1. სამსახური უფლებამოსილია: ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია და მონაცემები სხვადასხვა დაწესებულებებიდან, ორგანიზა­ციე­ბი­დან და საწარ­მოებიდან, აგრეთვე, ფიზიკური და იური­დიული პირე­ბის­გან; ბ) თავის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფი­სათვის, შეი­მუ­შაოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სამართლებრივი, ეკო­ნო­მიკური და ორგა­ნი­ზა­ციული მექანიზმები; გ) დაქვემდებარებულ სფეროებში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაო­ბა­ზე და­უ­ყოვნებლივ მოამზადოს სათანადო წინადადებები და წარადგინოს ისინი შესაბამის ორ­გა­ნო­ში; დ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს საზო­გა­­დოე­ბის ინფორმირება, დარგში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექ­ტივების შესახებ; ე) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს ადგი­ლო­ბრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკრე­ბუ­ლოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამო­სილებები. 2. სამსახური ვალდებულია: ა) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, განიხილოს იგი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და სამართლებრივი აქტების ფარგლებში, რო­მელთა აღსრულებაც შედის მის კომპეტენციაში; ბ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას, კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კა­ნო­ნმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მო­თ­ხოვნები. მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დად­გე­ნილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვი­სუ­ფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამსახურს და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამო­ცა­ნებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე, უნაწი­ლებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამ­სახუ­რეებს, ისმენს მათ ანგა­რი­შებს, განხორციელებული საქმიანობის შესახებ; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირე­ბით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლი­ნუ­რი პასუხისმ­გებ­ლო­ბის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლი­ნე­ბის, პროფე­სიუ­ლი გან­ვი­თა­რების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონით დადგე­ნი­ლი წესით; ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორ­მებსა და მე­თოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ვ) უნაწილებს თანამშრომლებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას და აწესებს კონ­ტ­როლს მათ შესრულებაზე; ზ) კო­ნ­ტ­როლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას; თ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინა­განა­წესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს; ი) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუ­მენ­­ტა­ციას, მათ შორის ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუ­მენ­ტა­ციის მოქ­მედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების დროს გამოვლენილ ხარ­ვე­ზე­ბის დად­გე­ნის შე­სა­ხებ შესაბამის წერილებს; კ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინ­დი­ვიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ლ) სამსახურისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ საკითხებს და მერიის თანამ­დებობის პირე­ბის ად­მი­ნისტრაციულ-სა­მა­რ­თლებრივი აქ­ტე­ბის პროექ­ტებს; მ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგი­ლე(ებ)ს, ასევე, სტრუქტურული ერთეულების ხელმძ­ღ­ვა­ნე­ლებს; ნ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დას­კვნე­ბ­სა და რეკომენდაციებს; ო) მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს, განხორციელებული საქმიანობის შესახებ; პ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ საბჭო­ებში, სა­მუშაო ჯგუფებში და კომისიებში; ჟ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონა­წი­ლეობ­დეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში; რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მერის მოად­გი­ლ(ეებ)ის ცა­ლ­­­კეულ დავალებებს; ს) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებ­ლო­ბით, მერიის დებულებით, ამ დებუ­ლე­ბითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინი­ჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურის, სამსახურის დაქვემ­დებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციების შესრუ­ლება და პასუ­ხისმ­გებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე. 4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახური­სადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნების­მიე­რი უფლე­ბა­მო­­­­სილება. 5. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ფუნქციებს, მერის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს ერთ-ერთი განყოფი­ლების უფროსი. 6. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქ­მია­ნო­ბი­სათვის მერის ან/და კურატორი მერის მოადგილის წინაშე. 7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახუ­რებ­რივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განი­საზ­­­ღ­ვ­რე­ბა საქართველოს კანონმ­დებლობით. მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთ­ვნე­ბუ­ლი უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის განყოფილება; ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მართვის განყოფილება; გ) სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება; დ) სოციალური და ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება. 3. განყოფილებების გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზ­ღვრება წი­ნამდებარე დებულებით. მუხლი 7🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის განყოფილების უფლება­მოსილებები 1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  პოლიტიკის განყოფილება: ა) განსაზღვრავს სამსახურის ერთიან პოლიტიკას, სტრატეგიასა და ერთიან სამოქმედო გეგმას, თანამედროვე გამოწვევების, საერთაშორისო სტანდარტების, საქარ­თვე­ლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების გათვალისწინებით და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას; ბ) შეიმუშავებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის გრძელ­ვადიან ხედვასა და სტრატეგიას, უზრუნველყოფს შესაბამისი ამოცანებისა და ღონის­ძიების დაგეგმვას; გ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების ჯან­მრთე­ლობისა და სოციალური საჭიროებების კვლევას და მიღებული შედეგების გათვა­ლის­წინებით შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა/განხორციელებას; დ) უზრუნველყოფს სამომავლო პრიორიტეტების დასახვას, ანალიტიკური ანგა­რიშების, რეკომენ­დაციების მომზადებას; ე) ახორციელებს სამსახურის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული მუნიციპა­ლური პროგრა­მების მონიტორინგს, შეფასებას, შესაბამისი წინადადებების და დასკვნე­ბის მომზადებას; ვ) შესწავლილი საქმიანობის ანალიზის საფუძველზე, ახდენს შესაბამისი პერიო­დული ანგარიშების მომზადებას; ზ) ახორციელებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს მიკუთვნე­ბული საკითხების მართვას (კოო­რ­დინაცია და ზედამხედველობა), პროგრამების მონიტორინგს; თ) უზრუნველყოფს სამსახურის რისკების მართვის ორგანიზებას; ი) უზრუნველყოფს სტატისტიკური ინფორმაციების მიღებას და დამუშავებას; კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახდენს მუნიციპალიტეტში განსახორ­ციელე­ბელი სახელ­მ­წიფო და მუნიციპალური პროგრამების ურთიერთკოორდინაციას; ლ) უზრუნვეყოფს საქმიანი კონტაქტების დამყარებას, სამთავრობო და არასამ­თავრობო ორგანიზა­ციებთან; მ) უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სფე­როში არსებული უახ­ლე­სი ტენდენციებისა და გამოცდილების გათვალისწინებას და მათ პრაქტიკაში გადმოტანას; ნ) უზრუნველყოფს წინადადებისა და დასკვნების მომზადებას ხელმძღვანე­ლობისათვის; ო) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. განყოფილება, მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხო­ლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილები­სათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს, გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგა­ნაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახუ­რეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქ­ციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფრო­სის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსა­ხუ­რებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 8🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მართვის განყოფილების უფ­ლებამოსილე­ბე­ბი 1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მართვის განყოფილება: ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს მუნიციპალიტეტის მოსახლეო­ბი­სათვის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებს; ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობს პარტნიორ ორგანიზაციებთან; გ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს მუნიციპალიტეტის მოსახლეო­ბი­სათვის სოცია­ლური დაცვის პროგრამებს; დ) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობს პარტნიორ ორგანიზაციებთან; ე) ახორციელებს პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მოსახლეობის დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახ­მარებისა და სხვადასხვა სახის შეღავათების გასაწევად; ვ) ახორციელებს პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მუნიციპა­ლი­ტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით დახ­მარებისა და სხვადასხვა სახის შეღავათების გასაწევად; ზ) ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, მუნიციპალიტეტის მოსახ­ლე­ობის ჯან­მრთე­ლობის ხელშეწყობის, ავადობის აქტიური გამოვლინების და დაავადე­ბათა გამოვლენის მიზნით; თ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიზნობრივ ჯგუფებში (ინვალიდები, მარტოხელა მოქალაქეები, დევნილი მოსახლეობა და სხვა) სოციალური დახმა­რების გაწევას; ი) ყოველთვიურად აწარმოებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ვეტერა­ნების აღრი­ც­ხვიანობას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან შემოსული ინფორმაციის საფუძ­ველზე; კ) ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამების განსახორციელებლად შეიმუ­შავებს სატენდერო დოკუმენტაციას; ლ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. განყოფილება, მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს, ახორციელებს მხო­ლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონ­მდებ­­­­ლო­ბით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვისუფ­ლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილები­სათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგა­ნაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახუ­რეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქ­ციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფრო­სის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსა­ხუ­რებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 9🔗. სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების უფლებამოსილებები 1. სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება: ა) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სანიტარიული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კო­ნ­­ტ­როლს; ბ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარ­გლებ­ში, მოსახ­ლე­ობის ჯანმ­რთე­ლობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, შრომის, ყოფაც­ხოვ­რების და დას­ვე­ნე­ბის უსაფრთხოების განმსაზღვრელი წესებისა და ნორმების დაც­ვა­ზე ზედამხედველობას; გ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარ­გლებ­ში მუნი­ციპა­ლი­ტე­ტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი დანიშნუ­ლების დაწე­სებუ­­ლე­ბებ­ში (სილა­მა­ზის სალონები, სასტუმროები, აბანოები, სამრეც­ხა­ოები, საცურაო აუზები და სხვა), საგან­მა­ნათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულე­ბებ­ში, ლაბორატორიული კვლე­ვების ჩატარებას და ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი შესაძლო მავნე ზეგავლენის შეფასებას; დ) მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, განყოფილების მოხელეების მეშ­ვე­ობით, ახორციელებს სა­ქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექ­­­­­სით განსაზ­ღვრული ადმინისტ­რა­ციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამარ­თალ­დამრ­ღვევი ფიზიკური ან/და იური­დიული პირის მიმართ; ე) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღ­მზრ­დე­ლო დაწე­სებუ­­ლე­ბებში სანიტარიული სახის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას; ვ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანამანათლებლო-სააღმზრდე­ლო დაწესებუ­ლე­ბებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობას; ზ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგა­დოებ­რივი მნიშვნე­ლობის დაწე­სებულებებში (საპარიკმახეროები, კოსმეტიკური კაბინე­ტები, სასტუმ­როები, კემპინგები, მოტე­ლები, ავტოსადგომები, აბანოები, საუნები, საშხა­პეები, სამრეცხაოები, საზოგადოებრივი პლა­­ჟები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბა­ზები, სპორტული მოედნები, ნაგავსაყრელები, ტურისტული ბაზები, სანატორიუმები, სათა­მაშო სახლები, საგამოფენო დარბაზები, კლუბები, ატრაქციონები და საზოგა­დოებრივი მნიშვნელობის სხვა დაწესე­ბულებები) სანიტარიული ნორ­მების დაცვის ზედამხედველობას; თ) ახორციელებს დადგენილი წესით, დაწესებულების მოწყობის სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან შე­სა­ბამისობის დასკვნის გაცემას; ი) ეპიდსაშიშროებისას მუნიციპალიტეტისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიების გატარებას; კ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველად ეპიდკვლევის ხელშეწყობას; ლ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. განყოფილება, მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხო­ლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონ­მდებ­ლო­ბით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვისუფ­ლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილები­სათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს, გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგა­ნაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახუ­რეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქ­ციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფრო­სის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსა­ხუ­რებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 10🔗. სოციალური და ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთობის გან­ყოფი­ლების უფლებამოსილებები 1. სოციალური და ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება წარმოად­გენს მუნიციპალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და საქმიანობის კორდინაციის  ერთეულს, რომელიც: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს არსე­ბულ სამკურნალო დაწესებულე­ბებთან თანაშრომლობას და საქმიანობის კორდინაციას; ბ) უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში არსებული სამსახურის საკურატორო მუნიციპალური ორგანიზაციების საქმიანობის კოორდი­ნა­ციას; გ) უზრუნველყოფს სამზრუნველო დაწესებულებების ქსელის განვითარებას, თავშესაფრე­ბის მოწყობასა და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო სხვად­ასხვა ღონისძიებების გატარებას; დ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრისის გარეშე დარჩე­ნილი მოსახლეობის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას, ოჯახე­ბის აღწერას და საერთო საინფორმაციო ბაზის შექმნას; ე) ახორციელებს საკურატორო ორგანიზა­ციების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, რეკო­მენ­დაციებისა და წინადადებების შემუშავებას; ვ)  ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვ­ლე­ნების შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი მუდმივ­მოქმედი კომისიის განსახილველი საკითხების მომზადების კოორდინაციას; ზ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, უზრუნველყოფს საკუ­რატო­რო მუნიციპალური ორ­განი­ზა­ციების პარტნიორის უფლებამო­სი­ლე­ბის განხორციე­ლე­ბის საკითხებზე შემოსული კო­რეს­პონ­დენ­ციის განხილვას, საპასუხო წერილების, სამარ­თლებ­რივი აქტების პროექტების მომ­ზა­დებას, ასევე განხილვაში, საპასუხო წერი­ლების, სამარ­თლებ­რივი აქტების პროექტების მომ­ზა­დებაში მონაწილეობას; თ) ახორციელებს მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის საკურატორო ორგანიზა­ციებიდან შესაბამისი მასალების მიწოდების უზრუნველყოფას; ი) ახორციელებს საკურატორო ორგანიზაციებზე გაცემული რეკომენდაციების შესრუ­ლების მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადებას; კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. განყოფილება, მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხო­ლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმ­დებ­­ლო­ბით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვისუფ­ლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილები­სათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს, გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგა­ნაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახუ­რეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოფს განყოფილების ფუნქ­ციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფრო­სის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსა­ხუ­რებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 11🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები 1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუს­ხით. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამ­დებობ­რივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით გან­სა­ზ­ღ­ვ­­რულ ფუნქციებს. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმ­დებ­ლო­ბა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინის­ტრაციულ-სა­მა­რ­თლებრივი აქტები.  მუხლი 12🔗. სამსახურის დაფინანსება და ქონება  1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით. 2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს მუნიცი­პა­ლი­ტე­ტის საკუთრებას. მუხლი 13🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მო­­ქ­მე­დი კანონმდებლობით დადგენილი წე­სით