ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 |
|
2014 წლის 2 სექტემბერი დაბა ხარაგაული |
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ „სამსახური“) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური მომსახურების, სოციალური დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, წინამდებარე დებულების და მუნიციპალიტეტის სახვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი და ბეჭედი თავისი დასახელების აღნიშვნით.
5. სამსახურის ადგილსამყოფელია დაბა ხარაგაული 9 აპრილის ქუჩა №15.
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსის და მთავარი სპეციალისტებისაგან.
2. სამსახურის განყოფილება:
ა) სოციალური დაცვის განყოფილება.
1. გამგეობის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიბდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგეობის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებით შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებუილ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
თ) ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის უფლებამოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი.
1. განყოფილების უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას.
ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის დავალებით განყოფილების უფროსის უფლებამოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ–ერთი მოსამსახურე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანდართული დებულება (დანართი №1).
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 მარტის №7 დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“( ვებგვერდი, 11/03/2013).
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე
დანართი №1 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება