ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2021 წლის 17 მარტი ქ. ბორჯომი |
|
2. სამსახური შექმნილია და სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანულ კანონს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებას, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს, ასევე წინამდებარე დებულებას.
3. სტრუქტურული ერთეულის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. №5.
2. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელის, მეორადი სტრუქტურული ერთეულისა და სპეციალისტებისაგან.
3. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული – განყოფილებაა:
ა) არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება;
4. სამსახურის მეორად სტრუქტურულ ერთეულს – განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების ხელმძღვანელი.
2. სამსახურის ფუნქციები:
ა) არქიტექტურული პროცესების მართვა;
ბ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრა;
გ) დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმების უზრუნველყოფა;
დ) სტრუქტურულ ერთეულში შემოსული კორესპონდენციის მიღება, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და აქტის გამოცემა;
ე) სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე, მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა;
ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია, საჯარო დაწესებულებებიდან, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან და ორგანიზაციებიდან დადგენილი წესით;
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი.
გ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; მონაწილეობა მიიღონ სასამართლო პროცესებზე;
ე) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ;
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს სამართლებრივი აქტებით მერიის დებულებითა და მერის ბრძანებით ან/და დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია მერს ან/და საკრებულოს;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, პასუხი აგოს თავისი ფუნქციების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, დადგენილ ვადებში განიხილოს და პასუხი გასცეს მათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
დ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები;
ე) დაიცვას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესი.
2. სამსახურის ხელმძღვანელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეებს; უქმნის მათ ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს;
გ) წარუდგენს მერს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ;
ვ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს;
ზ) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
თ) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში/სამუშაო ჯგუფებში;
ი) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
კ) მერიის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ- ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს;
ლ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე;
მ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;
3. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის მოადგილის და მერის წინაშე.
4. სამსახურში არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციების შესრულება, მერის დავალებით ეკისრება სამსახურის განყოფილების უფროსს.
ა) ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის, გენერალური გეგმის, განაშენიანების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების განსაზღვრა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენასთან დაკავშირებით ბრძანების პროექტის მომზადება.
გ) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ბრძანების პროექტის მომზადება.
დ) მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ბრძანების პროექტის მომზადება.
ე) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩართვის უზრუნველყოფა;
ვ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ზ) არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენისა და დამტკიცების შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება;
თ) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მიწის ნაკვეთების გაყოფა-გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ი) სტრუქტურულ ერთეულში შემოსული კორესპონდენციის მიღება, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და აქტის გამოცემა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობის მქონე, ახლად ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
ლ) შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციების მომზადება და საინფორმაციო ბანკის შექმნა;
მ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. განყოფილების საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.
3. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნისას, ან/და უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება მერის ბრძანებით ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მოხელეს. ფუნქციების შესრულება, სამსახურის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, მერის დავალებით ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ საჯარო მოხელეს.
4. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - განყოფილების ხელმძღვანელი, პასუხისმგებელია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.
2. სამსახურის დაფინანსების ძირითადი წყაროა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.
2. თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი.
3. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულება თანახმად დანართისა
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 22 მარტიდანბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი2. სამსახური შექმნილია და სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანულ კანონს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებას, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს, ასევე წინამდებარე დებულებას.
3. სტრუქტურული ერთეულის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. №5. მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა