ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №35 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2016 წლის 22 დეკემბერი დ. ხარაგაული |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ჟ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჟ) ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად კომპეტენციის ფარგლებში ახდენს ბავშვზე ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ადგილზე ამოწმებს ბავშვებზე ძალადობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ შემთხვევებს, ახდენს შეფასების შედეგების ზუსტ დოკუმენტირებას და სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას, ხოლო საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, სავალდებულო წესით აგზავნის შეტყობინებას სააგენტოსა და პოლიციაში, ავსებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათს, რომელსაც უგზავნის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ფოსტით, ფაქსით ან, არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით, ხოლო გადაუდებელ შემთხვევაში, ვალდებულია ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პოლიციას, გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სააგენტოს შეატყობინოს ,,ცხელი ხაზის“ მეშვეობით ან/და წერილობით.“.
2.დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1.სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტების, წამყვანი და უფროსი სპეციალისტებისაგან.“.
|