ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.128.016460
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2022 წლის 4 აპრილი

დაბა ხარაგაული

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე
,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ ქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 17/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016162)

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებული იქნას მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი.

2. შეტანილი იქნას ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მეხუთე პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი  რედაქციით:

„5. დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება. უსახლკაროთა  რეგისტრაცია  და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის  ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ  ბავშვებზე  ძალადობის ეჭვის  გაჩენის  შემთხვევაში, ადგილზე ამოწმებს  ბავშვებზე  ძალადობასთან  დაკავშირებულ გადაუდებელ შემთხვევებს,შეისწავლის ბავშვების მდგომარეობას   და ახდენს   ბავშვზე  ძალადობის ნიშნების   იდენტიფიკაციას,  შეფასების   შედეგების  ზუსტ დოკუმენტირებას  და სამედიცინო დახმარების  უზრუნველყოფას,  ხოლო საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, სავალდებულო  წესით  აგზავნის შეტყობინებას  სააგენტოსა და პოლიციაში. საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული  ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.“

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე