ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.03.2018 ბოლო ცვლილება 30.04.2024
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.132.016375
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №27

2018 წლის 16 მარტი

ქ. ბათუმი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხ­ლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შე­სა­ბა­მი­სად, ქალაქ ბათუ­მის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1

დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსა­ხურის დე­­ბულება, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბა­თუ­მის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთე­ლო­ბისა და სოცია­ლუ­რი დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბა­თუ­­მის მუნიციპალიტეტის საკ­რებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №28 დად­გე­ნი­ლება (გამოქ­ვეყ­ნე­­ბის წყარო, თარიღი: www.matsne.gov.ge, 01/09/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132. 016224).
მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთამაზ სალუქვაძე
დანართი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოცია­ლუ­რი დაცვის სამსახურის დებულება
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (შემ­დგომ­ში – მე­­რია) სტრუ­ქტურული ერთეულის – მერიის ჯანმრთელობისა და სოცია­ლუ­რი დაცვის სა­მ­სა­ხუ­რის (შემ­დგომ­ში – სამ­სახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუ­ქ­ტუ­რას, უფლება­მო­სი­ლე­ბა­სა და ანგა­რი­შ­ვა­ლდე­ბუ­ლე­ბას, ასევე, აწესრიგებს მის საქმიანო­ბასთან და­კავ­შირებულ სხვა საკი­თ­ხებს.

2. სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერ­თე­­ულს, რომე­ლიც შექმ­ნი­ლია საქარ­თ­­ველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თ­ვე­­ლობის კოდექსი“ და მერიის დე­ბუ­ლე­ბის შე­საბამი­სად.

3. სამსახურის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრ­თე­ლო­ბისა და სოცია­ლუ­რი დაცვის სამსახური.

4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუ­ქ­ტურული ერთეუ­ლების – განყოფილებებისგან და თანამშრომ­ლე­ბის­გან.

5. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუ­ციით, საერ­თა­შორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონ­მდებ­ლობით, ქალაქ ბა­თუმის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ორგანოების სამართლებრივი აქტები­თა და ამ დებულებით.

6. სამსახურს გააჩნია ბლანკი, ბეჭედი – სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.

7. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დას­რუ­­­ლებული ბალანსი და ანგარიში.

8. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის (შემ­­­დგომ­ში – მე­რი) წინაშე.

9. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციე­ლებს მერი ან/და კურატორი მერის მოადგილე.

10. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მე­რიას.

11. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპები🔗

სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;

გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა;

ე) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება, კანონმდებლობის საფუძ­ველზე;

ვ) საქმიანობის განხორციელება, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგა­წონას­წორე­ბით;

ზ) მიუკერძოებლობა;

თ) საქვეყნოობა და საჯაროობა;

ი) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.

მუხლი 3. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები🔗

1. სამსახურის ამოცანებია:

ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს განვითარების პოლიტიკის სტრატე­გიული დოკუმენტების შემუშავება და განხორციელება;

ბ) ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის სფეროში მერიის კომპეტენციას მიკუთვ­ნებული საკითხების მართვა (კოორ­დინაცია და ზედამხედველობა);

გ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის სფეროში მუნიციპალური პროგ­რამე­ბის შემუშავება და განხორციელება;

დ) სანიტარიული კანონმდებლობის შესრულებაზე კომპეტენციის ფარგლებში კონ­ტრო­ლის განხორციელება;

ე) ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ღონისძიებების ხელშეწყობა;

ვ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაავადებათა პროფილაქტიკის მიმართუ­ლე­ბე­ბის განსაზღვრა;

ზ) მოსახლეობის სოცალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

2. სამსახურის ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის, პროგრამების შემუშავება;

ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორ­ცი­ელება;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სახე­ლ­მ­­წიფო და მუნიციპალური პროგრამების ურთიერთკოორდინაცია;

დ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროგრამების ხელშეწყობა და კოორ­დინაცია;

ე) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დარგში ღონის­ძიებათა შემუშავება;

ვ) სოციალურ სფეროში სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთა­შო­რისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელ პროგრამებში მონაწილეობა და მათი კოორდინაცია;

ზ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, გარან­ტი­რე­ბუ­ლი, კვალი­ფი­ციური, ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების გაწევის ორ­განი­ზაცია, არსე­ბულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებთან შეთანხმე­ბული, კოორდინირებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

თ) მუნიციპალიტეტში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის კოორ­­­დი­ნა­ცია, დაწესებული ნორმებისა და მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბა­მისად;

ი) დამტკიცებული სტანდარტების ფარგლებში, სამედიცინო დახმარების ხარისხის უზრუნ­ველყოფა;

კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი პირობების გათვალის­წინე­ბით, სპე­ცია­ლური ადგილობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მოსახლეობაში ჯან­საღი ცხოვრების წესის პროპაგანდა;

ლ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ჯანდაცვის პროგრამების შემუშავება და გატარება;

მ) მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ქსელში (როგორც სტაციონარულ, ისე ამბულა­ტო­რიულ­ში) მიმდინარე პროცესების რეფერალური და სახელმწიფო პროგრამების მოსახლეობის ჯანმრ­თე­ლობის დაცვის უზრუნველყოფისკენ მიმართული სხვა გლობალური ღონისძიებების (მათ შორის საყოველთაო დაზღვევის შესახებ საერთო ინფორმაციული ბაზის შექმნა, პროგრამის გან­მხორ­ციელებელთან კოორდინაცია;

ნ) მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სფეროდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ დე­ლე­გირებული გარკვეული ფუნქციების აღება;

ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება;

პ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა;

ჟ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლების ანალიზის, ავადობის გრძე­ლი და მოკლევადიანი პროგნოზირების პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა თა­ვისი კომპტენეციის ფარგლებში;

რ) მუნიციპალიტეტისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, მოსახ­ლე­ობის ჯან­მრ­თელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ს) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანამანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებუ­ლე­ბებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

ტ) ავადობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და სამეცნიერო სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდება, დადგენილი წესით;

უ) გადამდები (განსაკუთრებით საკარანტინო) დაავადებების ეპიდკონტროლის განხორ­ციელება, მათი აღმოცენების, გავრცელების შეზღუდვა, სათანადო ეპიდსაწინააღმდეგო ღონის­ძიებების ორგანიზაცია და გატარება;

ფ) სამედიცინო დაწესებულებებში ეპიდრეჟიმის კონტროლი, მუნიციპალიტეტის ტერი­ტო­რიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში (საპარიკ­მახ­ე­რო­ე­ბი, კოსმეტიკური კაბინეტები, სასტუმროები, კემპინგები, მოტელები, ავტოსადგომები, აბანოე­ბი, საუნები, საშხაპეები, სამრეცხაოები, საზოგადოებ­რივი პლაჟები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები, სპორტული მოედნები, ნაგავსაყ­რელები, ტურისტული ბაზები, სანატორიუმები, სა­თა­მაშო სახლები, საგამოფენო დარბაზები, კლუბები, ატრაქციონები და საზოგადოებრივი მნიშ­ვ­ნელობის სხვა დაწესებულებები) სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

ქ) დადგენილი წესით, დაწესებულების მოწყობის სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებ­თან შესა­ბა­მისობის შესწავლა;

ღ) მოსახლეობის სოციალური მონიტორინგი და ინდივიდზე ორიენტირებული-პერ­სო­ნიფიცირებული სოციალური დახმარების გაწევა;

ყ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური პირობების გავლენის შესწავლა;

შ) დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის სამედი­ცი­ნო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ოპტიმიზაციის ხელშეწყობა;

ჩ) საქმიანი კონტაქტების დამყარება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზა­ციებთან, ფიზიკურ პირებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;

ც) სამედიცინო დაწესებულებებთან, მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად, სახელშეკ­რუ­ლებო პირობების დაცვის კოორდინაცია;

ძ) მოსახლეობის დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახმარებისა და სხვა­დას­ხვა სახის შეღავათების გაწევა, მოსახლეობის სოციალური გარანტიების განმტკიცების მიზნით, სადაზღ­ვე­ვო კომპანიების მუშაობის ხელშეწყობა;

წ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის, დასაქმებისა და დემო­გ­რაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;

ჭ) სამზრუნველო დაწესებულებების ქსელის განვითარება, თავშესაფრების მოწ­ყობა და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარება;

ხ) მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სტატის­ტი­კური მონაცემების და მუნიციპალიტეტის ბენეფიცირთა ერთიანი საინფორ­მაციო ბანკის შექმნა;

ჯ) შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების ადგილობრივი პროგრამების შედ­გენა-განხორციელება, დემოგრაფიული პროგრამების ინფორმაციული ბანკის შექმნა;

ჰ) ცხოვრების ჯანსაღი წესის, მავნე ჩვევათა და საერთო ქცევითი დამოკი­დებუ­ლე­ბების კორექცია ჯანსაღი უნარ-ჩვევათა განვითარების ფორმირების და დამკვიდრების მიზნით ადგილობრივი მასობრივი საინფორმაციო საშუალებით და სხვა ღონისძიებე­ბით, ფართო სამედიცინო სააგიტაციო-პროპაგანდისტური მუშაობის ორგანიზაცია-წარმართვა;

ჰ1) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის დაავადებათა პროფილაქტიკის პრი­ორი­ტე­­ტუ­ლი მიმართულებების განსაზღვრა, შესაბამისად, პროფილაქტიკური პროგ­რამების პროექტი­რება, ორგანიზება და განხორციელების ხელშეწყობა;

ჰ2) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის და მიზნობრივ ჯგუფებში (შ.შ.მ. პირები,  სოციალუ­რად დაუცველები, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, იძულებით გადაადგილებული პირები, ასაკით პენსიონერები, და სხვა) სხვადასხვა სახის დახმარების ხელშეწყობა;

ჰ3) დაავადებათა ადრეული გამოვლენის მიზნით, სქრინინგ-პროგრამების შემუშავება;

ჰ4) სანიტარიულ კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსახლე­ო­ბი­სათვის ეპიდკეთილსაიმედო მდგომარეობის უზრუნველყოფა;

ჰ5) ჯანდაცვითი პროგრამების (ცენტრალური და მუნიციპალური) პროექტების შედგენასა და დამტკიცებაში მონაწილეობა;

ჰ6) მოსახლეობაში პრევენციურ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, ინფორ­მირებულობის დონის შეფასება;

ჰ7) ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ეპიდ­სიტუაციის გაუარესების პროგნოზირება და სათანადო წინადადებების შემუშავება;

ჰ8) მედიკამენტების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა;

ჰ9) სოციალური კვლევების წარმოება, ჯანსაღ საზოგადოებრივ დამოკიდე­ბულებათა ფორ­მი­რების ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებების ეფექტური განხორციე­ლე­ბის მიზნით;

ჰ10) დონაციის ორგანიზების საინფორმაციო სისტემის ფორმირება, რისკჯგუფების კვლევა;

ჰ11) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იური­დი­ული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქარ­თველოს სხვა­დასხვა კანონით დადგენილი ზომების განხორციელება;

ჰ12) მუნიციპა­ლი­ტეტის ტე­რი­­­­­­­ტორიაზე განხორციელებელი ტუბერკულოზის საწინააღ­მდე­გო ღონის­ძიებების შემუშავება, ხელშწყობა და მონი­ტო­რინგი;

ჰ13) ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვის და პროფილაქტიკის ხელშეწყობა;

ჰ14) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებუ­ლე­­­ბით, ამ დებულებით, მერისა და ქა­ლაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემ­დგომ­ში – საკრებულო) ადმი­ნის­ტ­რა­ცი­ულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსი­ლე­ბა­თა განხორ­ციე­ლე­ბა.

მუხლი 4. სამსახურის უფლებები და ვალდებულებები🔗

1. სამსახური უფლებამოსილია:

ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია და მონაცემები სხვადასხვა დაწესებულებებიდან, ორგანიზა­ციე­ბი­დან და საწარ­მოებიდან, აგრეთვე, ფიზიკური და იური­დიული პირე­ბის­გან;

ბ) თავის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფი­სათვის, შეი­მუ­შაოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სამართლებრივი, ეკო­ნო­მიკური და ორგა­ნი­ზა­ციული მექანიზმები;

გ) დაქვემდებარებულ სფეროებში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაო­ბა­ზე და­უ­ყოვნებლივ მოამზადოს სათანადო წინადადებები და წარადგინოს ისინი შესაბამის ორ­გა­ნო­ში;

დ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს საზო­გა­­დოე­ბის ინფორმირება, დარგში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექ­ტივების შესახებ;

ე) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს ადგი­ლო­ბრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკრე­ბუ­ლოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამო­სილებები.

2. სამსახური ვალდებულია:

ა) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, განიხილოს იგი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და სამართლებრივი აქტების ფარგლებში, რო­მელთა აღსრულებაც შედის მის კომპეტენციაში;

ბ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას, კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კა­ნო­ნმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მო­თ­ხოვნები.

მუხლი 5. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები🔗

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დად­გე­ნილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვი­სუ­ფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამსახურს და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამო­ცა­ნებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე, უნაწი­ლებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამ­სახუ­რეებს, ისმენს მათ ანგა­რი­შებს, განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირე­ბით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლი­ნუ­რი პასუხისმ­გებ­ლო­ბის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლი­ნე­ბის, პროფე­სიუ­ლი გან­ვი­თა­რების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონით დადგე­ნი­ლი წესით;

ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორ­მებსა და მე­თოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ვ) უნაწილებს თანამშრომლებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას და აწესებს კონ­ტ­როლს მათ შესრულებაზე;

ზ) კო­ნ­ტ­როლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას;

თ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინა­განა­წესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს;

ი) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუ­მენ­­ტა­ციას, მათ შორის ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუ­მენ­ტა­ციის მოქ­მედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების დროს გამოვლენილ ხარ­ვე­ზე­ბის დად­გე­ნის შე­სა­ხებ შესაბამის წერილებს;

კ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინ­დი­ვიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

ლ) სამსახურისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ საკითხებს და მერიის თანამ­დებობის პირე­ბის ად­მი­ნისტრაციულ-სა­მა­რ­თლებრივი აქ­ტე­ბის პროექ­ტებს;

მ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგი­ლე(ებ)ს, ასევე, სტრუქტურული ერთეულების ხელმძ­ღ­ვა­ნე­ლებს;

ნ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დას­კვნე­ბ­სა და რეკომენდაციებს;

ო) მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს, განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

პ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ საბჭო­ებში, სა­მუშაო ჯგუფებში და კომისიებში;

ჟ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონა­წი­ლეობ­დეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მერის მოად­გი­ლ(ეებ)ის ცა­ლ­­­კეულ დავალებებს;

ს) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებ­ლო­ბით, მერიის დებულებით, ამ დებუ­ლე­ბითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინი­ჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურის, სამსახურის დაქვემ­დებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციების შესრუ­ლება და პასუ­ხისმ­გებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე.

4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახური­სადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნების­მიე­რი უფლე­ბა­მო­­­­სილება.

5. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ფუნქციებს, მერის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს ერთ-ერთი განყოფი­ლების უფროსი.

6. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქ­მია­ნო­ბი­სათვის მერის ან/და კურატორი მერის მოადგილის წინაშე.

7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახუ­რებ­რივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განი­საზ­­­ღ­ვ­რე­ბა საქართველოს კანონმ­დებლობით.

მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები🔗

1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთ­ვნე­ბუ­ლი უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის განყოფილება;

ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მართვის განყოფილება;

გ) სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება;

დ) სოციალური და ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება.

3. განყოფილებების გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზ­ღვრება წი­ნამდებარე დებულებით.

მუხლი 7. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის განყოფილების უფლება­მოსილებები🔗

1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  პოლიტიკის განყოფილება:

ა) განსაზღვრავს სამსახურის ერთიან პოლიტიკას, სტრატეგიასა და ერთიან სამოქმედო გეგმას, თანამედროვე გამოწვევების, საერთაშორისო სტანდარტების, საქარ­თვე­ლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების გათვალისწინებით და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;

ბ) შეიმუშავებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის გრძელ­ვადიან ხედვასა და სტრატეგიას, უზრუნველყოფს შესაბამისი ამოცანებისა და ღონის­ძიების დაგეგმვას;

გ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების ჯან­მრთე­ლობისა და სოციალური საჭიროებების კვლევას და მიღებული შედეგების გათვა­ლის­წინებით შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა/განხორციელებას;

დ) უზრუნველყოფს სამომავლო პრიორიტეტების დასახვას, ანალიტიკური ანგა­რიშების, რეკომენ­დაციების მომზადებას;

ე) ახორციელებს სამსახურის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული მუნიციპა­ლური პროგრა­მების მონიტორინგს, შეფასებას, შესაბამისი წინადადებების და დასკვნე­ბის მომზადებას;

ვ) შესწავლილი საქმიანობის ანალიზის საფუძველზე, ახდენს შესაბამისი პერიო­დული ანგარიშების მომზადებას;

ზ) ახორციელებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს მიკუთვნე­ბული საკითხების მართვას (კოო­რ­დინაცია და ზედამხედველობა), პროგრამების მონიტორინგს;

თ) უზრუნველყოფს სამსახურის რისკების მართვის ორგანიზებას;

ი) უზრუნველყოფს სტატისტიკური ინფორმაციების მიღებას და დამუშავებას;

კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახდენს მუნიციპალიტეტში განსახორ­ციელე­ბელი სახელ­მ­წიფო და მუნიციპალური პროგრამების ურთიერთკოორდინაციას;

ლ) უზრუნვეყოფს საქმიანი კონტაქტების დამყარებას, სამთავრობო და არასამ­თავრობო ორგანიზა­ციებთან;

მ) უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სფე­როში არსებული უახ­ლე­სი ტენდენციებისა და გამოცდილების გათვალისწინებას და მათ პრაქტიკაში გადმოტანას;

ნ) უზრუნველყოფს წინადადებისა და დასკვნების მომზადებას ხელმძღვანე­ლობისათვის;

ო) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. განყოფილება, მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხო­ლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილები­სათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს, გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგა­ნაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახუ­რეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქ­ციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფრო­სის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსა­ხუ­რებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 8. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მართვის განყოფილების უფ­ლებამოსილე­ბე­ბი🔗

1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მართვის განყოფილება:

ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს მუნიციპალიტეტის მოსახლეო­ბი­სათვის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებს;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობს პარტნიორ ორგანიზაციებთან;

გ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს მუნიციპალიტეტის მოსახლეო­ბი­სათვის სოცია­ლური დაცვის პროგრამებს;

დ) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობს პარტნიორ ორგანიზაციებთან;

ე) ახორციელებს პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მოსახლეობის დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახ­მარებისა და სხვადასხვა სახის შეღავათების გასაწევად;

ვ) ახორციელებს პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მუნიციპა­ლი­ტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით დახ­მარებისა და სხვადასხვა სახის შეღავათების გასაწევად;

ზ) ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, მუნიციპალიტეტის მოსახ­ლე­ობის ჯან­მრთე­ლობის ხელშეწყობის, ავადობის აქტიური გამოვლინების და დაავადე­ბათა გამოვლენის მიზნით;

თ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიზნობრივ ჯგუფებში (ინვალიდები, მარტოხელა მოქალაქეები, დევნილი მოსახლეობა და სხვა) სოციალური დახმა­რების გაწევას;

ი) ყოველთვიურად აწარმოებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ვეტერა­ნების აღრი­ც­ხვიანობას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან შემოსული ინფორმაციის საფუძ­ველზე;

კ) ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამების განსახორციელებლად შეიმუ­შავებს სატენდერო დოკუმენტაციას;

ლ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. განყოფილება, მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს, ახორციელებს მხო­ლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონ­მდებ­­­­ლო­ბით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვისუფ­ლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილები­სათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგა­ნაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახუ­რეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქ­ციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფრო­სის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსა­ხუ­რებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 9. სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების უფლებამოსილებები🔗

1. სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სანიტარიული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კო­ნ­­ტ­როლს;

ბ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარ­გლებ­ში, მოსახ­ლე­ობის ჯანმ­რთე­ლობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, შრომის, ყოფაც­ხოვ­რების და დას­ვე­ნე­ბის უსაფრთხოების განმსაზღვრელი წესებისა და ნორმების დაც­ვა­ზე ზედამხედველობას;

გ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარ­გლებ­ში მუნი­ციპა­ლი­ტე­ტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი დანიშნუ­ლების დაწე­სებუ­­ლე­ბებ­ში (სილა­მა­ზის სალონები, სასტუმროები, აბანოები, სამრეც­ხა­ოები, საცურაო აუზები და სხვა), საგან­მა­ნათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულე­ბებ­ში, ლაბორატორიული კვლე­ვების ჩატარებას და ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი შესაძლო მავნე ზეგავლენის შეფასებას;

დ) მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, განყოფილების მოხელეების მეშ­ვე­ობით, ახორციელებს სა­ქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექ­­­­­სით განსაზ­ღვრული ადმინისტ­რა­ციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამარ­თალ­დამრ­ღვევი ფიზიკური ან/და იური­დიული პირის მიმართ;

ე) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღ­მზრ­დე­ლო დაწე­სებუ­­ლე­ბებში სანიტარიული სახის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას;

ვ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანამანათლებლო-სააღმზრდე­ლო დაწესებუ­ლე­ბებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობას;

ზ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგა­დოებ­რივი მნიშვნე­ლობის დაწე­სებულებებში (საპარიკმახეროები, კოსმეტიკური კაბინე­ტები, სასტუმ­როები, კემპინგები, მოტე­ლები, ავტოსადგომები, აბანოები, საუნები, საშხა­პეები, სამრეცხაოები, საზოგადოებრივი პლა­­ჟები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბა­ზები, სპორტული მოედნები, ნაგავსაყრელები, ტურისტული ბაზები, სანატორიუმები, სათა­მაშო სახლები, საგამოფენო დარბაზები, კლუბები, ატრაქციონები და საზოგა­დოებრივი მნიშვნელობის სხვა დაწესე­ბულებები) სანიტარიული ნორ­მების დაცვის ზედამხედველობას;

თ) ახორციელებს დადგენილი წესით, დაწესებულების მოწყობის სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან შე­სა­ბამისობის დასკვნის გაცემას;

ი) ეპიდსაშიშროებისას მუნიციპალიტეტისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიების გატარებას;

კ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველად ეპიდკვლევის ხელშეწყობას;

ლ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. განყოფილება, მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხო­ლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონ­მდებ­ლო­ბით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვისუფ­ლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილები­სათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს, გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგა­ნაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახუ­რეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქ­ციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფრო­სის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსა­ხუ­რებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 10. სოციალური და ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთობის გან­ყოფი­ლების უფლებამოსილებები🔗

1. სოციალური და ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება წარმოად­გენს მუნიციპალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და საქმიანობის კორდინაციის  ერთეულს, რომელიც:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს არსე­ბულ სამკურნალო დაწესებულე­ბებთან თანაშრომლობას და საქმიანობის კორდინაციას;

ბ) უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში არსებული სამსახურის საკურატორო მუნიციპალური ორგანიზაციების საქმიანობის კოორდი­ნა­ციას;

გ) უზრუნველყოფს სამზრუნველო დაწესებულებების ქსელის განვითარებას, თავშესაფრე­ბის მოწყობასა და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო სხვად­ასხვა ღონისძიებების გატარებას;

დ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრისის გარეშე დარჩე­ნილი მოსახლეობის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას, ოჯახე­ბის აღწერას და საერთო საინფორმაციო ბაზის შექმნას;

ე) ახორციელებს საკურატორო ორგანიზა­ციების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, რეკო­მენ­დაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

ვ)  ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვ­ლე­ნების შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი მუდმივ­მოქმედი კომისიის განსახილველი საკითხების მომზადების კოორდინაციას;

ზ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, უზრუნველყოფს საკუ­რატო­რო მუნიციპალური ორ­განი­ზა­ციების პარტნიორის უფლებამო­სი­ლე­ბის განხორციე­ლე­ბის საკითხებზე შემოსული კო­რეს­პონ­დენ­ციის განხილვას, საპასუხო წერილების, სამარ­თლებ­რივი აქტების პროექტების მომ­ზა­დებას, ასევე განხილვაში, საპასუხო წერი­ლების, სამარ­თლებ­რივი აქტების პროექტების მომ­ზა­დებაში მონაწილეობას;

თ) ახორციელებს მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის საკურატორო ორგანიზა­ციებიდან შესაბამისი მასალების მიწოდების უზრუნველყოფას;

ი) ახორციელებს საკურატორო ორგანიზაციებზე გაცემული რეკომენდაციების შესრუ­ლების მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადებას;

კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. განყოფილება, მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხო­ლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმ­დებ­­ლო­ბით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვისუფ­ლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილები­სათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს, გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგა­ნაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახუ­რეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოფს განყოფილების ფუნქ­ციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფრო­სის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსა­ხუ­რებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 11. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები🔗

1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუს­ხით.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამ­დებობ­რივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით გან­სა­ზ­ღ­ვ­­რულ ფუნქციებს.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმ­დებ­ლო­ბა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინის­ტრაციულ-სა­მა­რ­თლებრივი აქტები.

მუხლი 12. სამსახურის დაფინანსება და ქონება🔗

1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით.

2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს მუნიცი­პა­ლი­ტე­ტის საკუთრებას.

მუხლი 13. დასკვნითი დებულებები🔗

1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მო­­ქ­მე­დი კანონმდებლობით დადგენილი წე­სით