მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.03.2018
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016422
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/03/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.03.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.09.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის
მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2018 წლის 20 მარტი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ2.გ“ პუნქტის, 69-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი“ კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 სექტემბრის №36 დადგენილება (სსმ, 14.09.2015, 010250000.35.175.016088).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე
დანართი №1
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. წესი განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.
მუხლი 2🔗.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვასა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტის – ბრძანების შესაბამისად.
4. შესაბამისი სამართლებრივი აქტის და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების, კოდის შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.
5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხის ასახვის მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან/და პროგრამის დამატება) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებში და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას.
7. იმ შემთხვევაში, თუ მცხეთის მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში კვარტალებს შორის ასიგნებების გადნაწილებით არ იცვლება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული ასიგნებების წლიური მოცულობა, კვარტალებს შორის თანხების გადანაწილებას ახორციელებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 3🔗.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს ასიგნების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე.
2. მოთხოვნა წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების გადანაწილების თაობაზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი ან/და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე.
4. გადანაწილების თაობაზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მერი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით.
5. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ახორციელებს ცვლილებას ბიუჯეტში და ელექტრონული ფორმით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში.
6. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ასიგნების გადანაწილების საფუძველს წარმოადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტი – ბრძანება, რომლითაც ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო ფონდით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
დანართი №2
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში
1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ2.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომ – ა(ა)იპი) ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. ეს წესი არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობით განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებში თანხების ასახვის და მათ შორის გადანაწილების მექანიზმებს, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში.
3. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.
4. ა(ა)იპი მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ, ასიგნების გადანაწილებაზე სათანადო არგუმენტაციით და შესაბამისი დასაბუთებით, წარუდგენს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, რომელიც ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში.
5. განხორციელებული ცვლილებები ა(ა)იპებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.