ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.03.2018 ბოლო ცვლილება 25.07.2025
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.160.016475
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38

2018 წლის 21 მარტი

ქ. რუსთავი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1

დამტკიცდეს:

ა)   საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების აქტის ფორმა (დანართი №1);

ბ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მითითების ფორმა (დანართი №2);

გ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, უწყების ფორმა საქმის განხილვის  თაობაზე (დანართი №3);

დ) დათვალიერების ოქმის ფორმა (დანართი №4);

ე) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის 23-ე  ნაწილის  შესაბამისად,  „შემოწმების  აქტის“  ფორმა  (დანართი №5);

ვ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-19, მე-20 ნაწილის შესაბამისად „საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ“ აქტის ფორმა (დანართი №6).

მუხლი 2🔗

დადგენილების პირველი მუხლის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“ პუნქტებით დამტკიცებული დოკუმენტაციის შევსების უფლებამოსილება მიენიჭოთ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის და მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს,  კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 3

დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტებით დამტკიცებული დოკუმენტაციის შევსების უფლებამოსილება მიენიჭოთ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის და მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელებს, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 4

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების (ნიმუშების) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენება-აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ „თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2007 წლის 23 თებერვლის №97 დადგენილება (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი: 01025002035160005229; თარიღი: 05.03.2007).
მუხლი 5

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი