სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 22.03.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-14/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016496
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.03.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოში იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატების აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოსაყენებელი ზოგიერთი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება
№01-14/ნ
2018 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების №2 დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
1.
სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმები (დანართი №1).
2.
სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმა (დანართი №2).
3.
სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმები სტაციონარული ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულებებისთვის (დანართი №3).
4.
სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებებისთვის (დანართი №4).
მუხლი 2🔗
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელი ანგარიშგებას სალიცენზიო და სანებართვის პირობების დაცვის შესახებ, წინა კალენდარული წლის მდგომარეობით, ახორცილებს ყოველწლიურად 1 აპრილიდან 1 მაისამდე და წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს.
მუხლი 3🔗
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელმა დაწესებულებებმა ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 და №2 დანართებით განსაზღვრული შევსებული ფორმები უნდა წარადგინონ როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე ელექტრონული ფორმით (დისკი/ინფორმაციის (USB) ელექტრონული მატარებელი), ხოლო №3 და №4 დანართებით განსაზღვრული ინფორმაცია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
მუხლი 4🔗
ეთხოვოთ სამედიცინო დაწესებულებებს, ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართების შევსებისას იხელმძღვანელონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალიურ ვებგვერდზე (www.moh.gov.ge) განთავსებული დანართების ნიმუშების (Excel) ფორმატით.
მუხლი 5🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო