სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-490/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-490/ო

2018 წლის 19 მარტი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 22-ე მუხლის, მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად

ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს ,,ემერჯენსი სერვისზე“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №117, ნაკვეთი 01/010) ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ – სალიცენზიო მოწმობა №002231, 11.01.2017 წ.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) .

3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს ,,ემერჯენსი სერვისის“ გენერალური დირექტორის გ. ვაშაკიძის განცხადება №10645, 02.02.2018 წ.

სააგენტოს უფროსი                                                                                                 გია თვალავაძე