საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.03.2018 ძალადაკარგული 17.01.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№105
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.017038
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №105

2018 წლის 23 მარტი

  ქ. თბილისი

 

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების თანდართული წესი დანართებით (დანართი №1, №2 და №3).
მუხლი 2
მუხლი 3
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2018 წლის 26 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების თანდართული წესი დანართებით (დანართი №1, №2 და №3).
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულება.
მუხლი 3
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2018 წლის 26 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

📎 დანართები (1)
-2.doc DOC

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესი

მუხლი 1.

ეს წესი განსაზღვრავს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისა და მამაცობის, აგრეთვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში, მის აღიარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების მინიჭების საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურებს.

მუხლი 2.

1. გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი – ორდენითა და მედლით (შემდეგში – ორდენი და მედალი) დაჯილდოების შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ორდენითა და მედლით, გარდა „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში – კანონი) მე-2 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსი, როგორც წესი, ჯილდოვდება საქართველოს მოქალაქე. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ორდენითა და მედლით შეიძლება დაჯილდოვდეს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი. კანონის მე-2 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ჯილდოვდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი.

3. ორდენისა და მედლის აღწერილობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

მუხლი 3.

1. ორდენითა და მედლით ჯილდოვდებიან მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის, კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების პირობების შესაბამისად.

2. დაჯილდოებული პირები ახალი დამსახურების გამო შეიძლება კვლავ დაჯილდოვდნენ იმავე ან სხვა ორდენითა და მედლით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. ორდენითა და მედლით დაჯილდოება შეიძლება სიკვდილის შემდეგაც.

მუხლი 4.

ორდენითა და მედლით დაჯილდოება ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელების, საქართველოს მთავარი პროკურორის, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით.

მუხლი 5.

1. პირის ორდენით ან მედლით დაჯილდოების თაობაზე, დაწესებულება, რომელშიც იგი მუშაობს ან ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც იგი ცხოვრობს, შუამდგომლობით მიმართავს წარდგინების უფლებამოსილების მქონე ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირს. უცხოეთში მცხოვრებ პირთა დაჯილდოების თაობაზე წარდგინებას საქართველოს პრეზიდენტს უგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2. ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების/ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით პირის დაჯილდოების თაობაზე, რომელშიც აგრეთვე მითითებული უნდა იყოს ჯილდოს გადამცემი პირის ვინაობა. წარდგინებას უნდა ერთვოდეს შევსებული დაჯილდოების ფურცელი (დანართი №1).

3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტი (შემდეგში – დეპარტამენტი) განიხილავს წარდგინებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და მისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პირის დაჯილდოების თაობაზე შესაბამის წინადადებასა და სამართლებრივი აქტის პროექტს.

4. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ორდენითა და მედლით დაჯილდოება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად.

მუხლი 6.

წარდგენილი პირის დაჯილდოება ხდება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 7.

1. დაჯილდოებულ პირს ორდენს ან მედალს და შესაბამის მოწმობას საზეიმოდ გადასცემს საქართველოს პრეზიდენტი ან მისივე გადაწყვეტილების (რეზოლუციის) საფუძველზე, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი.

2. კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი ოდენობით, პირს ორდენთან ან მედალთან ერთად ეძლევა ერთდროული ფულადი გასაცემელი.

3. გარდაცვალების შემდეგ პირის ორდენით ან მედლით დაჯილდოების შემთხვევაში, ორდენი ან მედალი და შესაბამისი ერთდროული ფულადი გასაცემელი ეძლევა დაჯილდოებული პირის მემკვიდრეს (არსებობის შემთხვევაში) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

4. დეპარტამენტის მიერ დაჯილდოების ცერემონიისათვის ორდენის ან მედლის უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის შესახებ ივსება სააღრიცხვო ბარათი (დანართი №2). იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი უშუალოდ არ გადაცემს ორდენს ან მედალს, დაჯილდოებული პირისათვის ორდენის ან მედლის გადაცემის შესახებ დგება ოქმი (დანართი №3), რომელსაც ხელს აწერს ჯილდოს გადამცემი პირი.

5. დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთ თვეში №3 დანართით გათვალისწინებული ორდენისა და მედლის გადაცემის ოქმი ეგზავნება დეპარტამენტს.

მუხლი 8.

1. დაჯილდოებული პირისათვის ერთდროული ფულადი გასაცემლის გაცემის მიზნით პირის დასაჯილდოებლად წარმდგენი დაწესებულება/ორგანო ან დაჯილდოებული პირი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის:

ა) დაჯილდოებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

ბ) დაჯილდოებული პირის მომსახურე ბანკის (ფილიალის) ან პირის დასაჯილდოებლად წარმდგენი დაწესებულების/ორგანოს მიერ დადასტურებულ ცნობას ბანკის (ფილიალის) რეკვიზიტებისა და პირის ანგარიშის ნომრის მითითებით;

გ) შესაბამისი პირის დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ასლს, მოთხოვნის შემთხვევაში;

დ) სამკვიდრო მოწმობის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს (პირის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში).

2. დეპარტამენტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ასლს.

მუხლი 9.

1. გარდაცვლილი დაჯილდოებული პირის ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულის მემკვიდრეთა თანხმობით, ორდენი ან მედალი და შესაბამისი მოწმობა შეიძლება გადაეცეს სახელმწიფოს ან მუზეუმს.

2. თუ გარდაცვლილ დაჯილდოებულ პირს ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულს არა ჰყავს მემკვიდრე, ორდენი ან მედალი გადაეცემა ან რჩება სახელმწიფოს.

მუხლი 10.

ორდენისა და მედლის დუბლიკატები საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაჯილდოებულს არ შეეძლო მათი დაკარგვის ან დაზიანების თავიდან აცილება, ხოლო შესაბამისი მოწმობის დუბლიკატი გაიცემა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტის მიერ, იმავე პირობის არსებობისას.

მუხლი 11.

ორდენისა და მედლის ჩამორთმევა შეუძლია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს დაჯილდოებულის მიერ ორდენისა და მედლის შეურაცხმყოფელი საქციელის ან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ორდენზე ან მედალზე წარმდგენი დაწესებულების/ორგანოს შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით.

დანართი №1

დაჯილდოების ფურცელი

1. გვარი, სახელი, მამის სახელი

______________________________________________________________________________________

2. სამუშაო ადგილი, თანამდებობა

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

3. დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი

_____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

4. მოქალაქეობა

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

5. განათლება

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

6. რომელი ორდენით და მედლით იყო დაჯილდოებული და როდის

____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

7. მისამართი

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

ტელეფონი

ბინის ______________________ სამსახურის _________________________

8. რომელ ორდენზე ან მედალზეა წარდგენილი

____________________________________________________________________

დამსახურება, რისთვისაც წარდგენილია ორდენზე ან მედალზე

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

სახელმწიფო დაწესებულების, ორგანიზაციის

კადრების სამსახური

ბ.ა. _______________________________________________

სახელმწიფო დაწესებულების,

ორგანიზაციის ხელმძღვანელი

_______________________________________________

„______ “______________________ 20.. წ.

დანართი №2

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების,

მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტი

დაჯილდოების ცერემონიისათვის ორდენისა და მედლის გადაცემის შესახებ

|№ |განკ. № |ჯილდოს |

| |თარიღი |დასახელება |

|  |  |  |

|  | |  |

|  | |  |

_____________________________

ჯილდოს გადამცემი პირის ხელმოწერა