ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2018 წლის 23 მარტი ქ. ქობულეთი |
|
2. ჩამოსაწერი ქონება - ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში – ორგანიზაცია) -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ან მერია.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში - კომისია) - ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია.
2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი.
4. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე.
5. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.
6. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნან დარგის სპეციალისტები.
7. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
8. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობა. ინვენტარიზაციის ჩატარება საინვენტარიზაციო კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით დაუშვებელია. საინვენტარიზაციო კომისიის არასრული შემადგენლობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ითვლება ბათილად.
9. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომლის რაიმე სახით გამოყენება შეუძლებელია.
4. ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას.
5. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
6. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე თანახმად დანართებისა და ახდენს ქონების დასურათებას.
7. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის აქტი (ძირითადი აქტივების ჩამოწერის აქტი და მცირეფასიანი აქტივების ჩამოსაწერი აქტი), ასევე საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტი საინვენტარიცაზიო კომისიის მიერ წარედგინება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერს.
8. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი კომისიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
9. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო კომისიას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაცია.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე საინვენტარიზაციო კომისიის წევრები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ.
7.განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია შესაბამისი ორგანიზაცია.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. დაწესებულება – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში ა(ა)იპ).
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში კომისია) - ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
2. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა, ასევე მცირეფასიანი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა დასაშვებია განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
3. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა დასაშვებია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით.
2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი აქტით.
3. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში.
4. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი.
5. კომისია უნდა შედგებოდეს მინიმუმ ხუთი წევრისაგან, მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლისაგან.
6. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე.
7. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.
8. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნან დარგის სპეციალისტები.
9. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
10. ინვენტარიზაციის ჩატარება საინვენტარიზაციო კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით დაუშვებელია. საინვენტარიზაციო კომისიის არასრული შემადგენლობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ითვლება ბათილად.
11. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია.
4. ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას.
5. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
6. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე თანახმად დანართებისა და ახდენს ქონების დასურათებას.
7. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტები წარედგინება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერს.
8. დადგენილი წესით წარდგენილი უძრავი ქონების ჩამოწერის ან/და სალიკვიდაციო აქტების დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ხორციელდება უძრავი ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
9. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონებების, ასევე ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელი ამტკიცებს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილ მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტს და საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტს (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას - საბჭოს თანხმობით).
10. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო დაწესებულებას.
2. რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება დაწესებულების ანგარიშზე.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი დაწესებულება.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში .
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე საინვენტარიზაციო კომისიის წევრები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულება.
2. ჩამოსაწერი ქონება -ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. საწარმო – ქობულეთის მუნიციპალიტეტის 50 %-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში - კომისია) - ქონების ინვენტარიზაციის მიზნით საწარმოში შექმნილი კომისია.
2. საწარმოს საკუთრებაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა, ასევე მცირეფასიანი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
3. საწარმოს საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა დასაშვებია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით.
4. საწარმოს მიერ მის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივებით სხვა საწარმოს კაპიტალში ქონებრივი შენატანის განხორციელება დასაშვებია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით.
2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება საწარმოს ხელმძღვანელის შესაბამისი აქტით.
3. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ საანგარიშო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში.
4. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს შესაბამისი საწარმოს ხელმძღვანელი.
5. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე.
6. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.
7. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნან დარგის სპეციალისტები .
8. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
9. ინვენტარიზაციის ჩატარება საინვენტარიზაციო კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით დაუშვებელია. საინვენტარიზაციო კომისიის არასრული შემადგენლობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ითვლება ბათილად.
10. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომელის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია.
4. ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას.
5. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
6. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე თანახმად დანართებისა და ახდენს ქონების დასურათებას.
7. საწარმოს საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტები წარედგინება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერს.
8. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ღებულობს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი უძრავი ქონების ჩამოწერის ან/და სალიკვიდაციო აქტების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება უძრავი ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
9. საწარმოს საკუთრებაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონების, ასევე საწარმოს საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის მიზნით საწარმოს ხელმძღვანელი ამტკიცებს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილ მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტს და საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტს (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას - საბჭოს თანხმობით).
10. საწარმოს საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს.
2. რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება საწარმოს ანგარიშზე.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი საწარმო.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე საინვენტარიზაციო კომისიის წევრები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საწარმო.