ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.03.2018
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.138.016342
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2018
matsne.gov.ge 271 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 04.02.2016 თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 05.06.2017 ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 05.02.2016 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 06.07.2018 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 28.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 2018 წლის 23 მარტი ქ.ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები – გერბი და დროშა დანართი 1 -ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების  გერბისა და დროშის აღწერილობა დანართი 2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ახალციხის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე დანართი 1 ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები – გერბი და დროშა . დანართი №2 ახალციხის მუნიციპალიტეტის  გერბისა და დროშის აღწერილობა მუხლი 1🔗 ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები (გერბი, დროშა) შესრულებულია ჰერალდიკის საერთაშორისო კანონების დაცვით და ახალციხის ისტორიული მემკვიდრეობის გათვალისწინებით. მუხლი 2🔗 ახალციხის მუნიციპალიტეტის გერბი  წარმოადგენს: გერბის ფარი ჰორიზონტალურად არის ქონგურისებურად გადაკვეთილი ორ ნაწილად. პირველი ნაწილი – ვერცხლის ველზე ჰორიზონტალურად მოთავსებულია მეწამული მახვილი ორი თანმხლები მეწამული ჯვრით. მეორე ნაწილი – ციხის გალავნის აღმნიშვნელ შავკონტურებიან მწვანე ველზე ოქროს მწოლიარე ლომი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლმწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი – „ახალციხე“. მუხლი 3🔗 ახალციხის მუნიციპალიტეტის დროშა  წარმოადგენს: დროშა არის ქონგურისებურად გაყოფილი ჰორიზონტალურად ორ ნაწილად – თეთრ და მწვანე ველებად. თეთრ ველს უჭირავს დროშის ოთხი მეხუთედი,  მასზე ჰორიზონტალურად მოთავსებულია მეწამული მახვილი ორი თანმხლები მეწამული ჯვრით. მეორე ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს და უჭირავს დროშის ერთი მეხუთედი. დროშის პროპორცია არის ორი მესამდი.