ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2018 წლის 23 მარტი ქ. ახალციხე |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს :
|
დანართი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის დებულება
2. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია – ქ. ახალციხე, კოსტავას ქ. №18.
2. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან;
ბ) ეკონომიკური დაგეგმვისა და ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან;
გ) მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან;
დ) გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან;
ე) სამსახურის მოხელეებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ეკონომიკური დაგეგმვისა და ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების განყოფილება;
ბ) მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება;
გ) გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილება.
1. ეკონომიკური სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების მონიტორინგი და შეფასება;
ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება;
დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგი;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვა;
ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია;
თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
ი) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
კ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;
ლ) მუნიციპალური გარემოს დაცვითი პროექტების, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
მ) მუნიციპალური აგრარული და მელიორაციული პროექტების, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია მერის წინაშე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;
ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოხელეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) პერიოდულად წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს და რეკომენდაციებს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
ა) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების გადამხდელთა ბაზის შექმნა და მათ მიერ შესასრულებელი ვალდებულებების პერიოდული ანალიზი;
ბ)ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე წინადადებებისა და საკრებულოს დადგენილებების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე მონიტორინგი;
გ) ადგილობრივი მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების დაგეგმვა და აღრიცხვა თითოეულ გადამხდელზე წლის, კვარტალის და თვეების მიხედვით;
დ) დადგენილი მოსაკრებლის ამოღების მონიტორინგი საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
ე) გადამხდელებზე სათანადო ინფორმაციის მიწოდება გადასახადის ვადების, მოცულობის შესახებ;
ვ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ადგილობრივი ბიუჯეტისთვის განსაზღვრული ჯარიმების ამოღების მონიტორინგი;
ზ) ადგილობრივ საბიუჯეტო საკითხებზე, ადგილობრივ გადასახადებსა და მოსაკრებლებზე წინადადებების მომზადება;
თ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოთა საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კუთვნილი დივიდენდების მობილიზება და მათი შემდგომი ზრდისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება, საწარმოთა წმინდა მოგებისა და სხვა შემოსავლების განაწილების თაობაზე ნორმატივების განმსაზღვრელი დოკუმენტების პროექტების მომზადება;
ი) ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და ზონების განსაზღვრის შესახებ’’ შესაბამისი დადგენილების პროექტის მომზადება;
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
1. მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში/სარგებლობაში (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება, ქირავნობა) აუქციონის ფორმით გადაცემის მიზნით, აუქციონის ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
ბ) საკუთრებაში/სარგებლობაში (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება, ქირავნობა) თვითმმართველი ერთეულის ქონების, მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, გადაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებებისა და საკუთრების მოწმობების მომზადება. ასევე, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
გ) იჯარით გაცემული ქონების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურისათვის;
დ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების სააუქციონო კომისიაში მუშაობა, კომისიის საინფორმაციო, მეთოდური და ორგანიზაციული საკითხების კოორდინირება;
ე) ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის მომზადება;
ვ) მუნიციპალურ საწარმოებში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება, კანონით დადგენილი წესით;
ზ) მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზებისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე, საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ წინადადებების მომზადება; საწარმოებში თვითმმართველი ერთეულის, როგორც პარტნიორის, წარმომადგენელთა დანიშვნა– არჩევის საკითხებთან დაკავშირებით წინადადებებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
თ) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი იზოლირებული და არაიზოლირებული ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მოქალაქის განცხადებების განხილვა და შემდგომი რეაგირება კანონით დადგენილი წესით, მერის ბრძანების საფუძველზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქონების, მათ შორის, მიწის ნაკვეთების, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვა-რეგისტრაციისა და გამიჯვნა- გაერთიანების მიზნით შესაბამისი ბრძანების პროექტების მომზადება, შემდგომში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენად;
კ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების რეგისტრაციისათვის წინადადებების შემუშავება, ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
ლ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა-რეგისტრაცია და მის მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
მ) წინადადებების მომზადება ადგილობრივი ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ;
ნ) წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემის შესახებ, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემას, გადმოცემის პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა კომპეტენციის ფარგლებში;
ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
1. გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილების ფუნქციებია:
ა) მუნიციპალური გარემოსდაცვითი პროექტების, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება და კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგი აღნიშნული პროექტების განხორციელებაზე;
ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
გ) აგრარულ სექტორში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისათვის/პირებისათვის მიწოდება;
ე) მუნიციპალური მელიორაციული პროექტების შემუშავება; მუნიციპალური მელიორაციული პროექტების და საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) მოსახლეობისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მართვის, დამუშავების აღნიშნული მიწების რეგისტრაციისათვის ხელშეწყობა;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლების გაშენების, გამწვანების აქციების და სხვა მსგავსი ღონისძიებების ხელშეწყობა;
თ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ხემცენარეების მოჭრა-გადაბელვის კოორდინირება კომპეტენციის ფარგლებში;
ი) მოსახლეობისათვის ტყის რესურსით სარგებლობის მიზნით ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;
კ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მუნიციპალური საჭიროებიდან გამომდინარე, ბუნებრივი წიაღისეულით სარგებლობის ხელშეწყობა.
ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2.მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობებს მისი არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან/და გადაყენებისას.
1. სამსახურში მომუშავე საჯარო მოხელეებს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი;
2. სამსახურში მომუშავე საჯარო მოხელეები ასრულებენ ზემდგომი უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მერისა და ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.
3. მოხელე უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე.
4. მოხელე, დადგენილი წესით, სარგებლობს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო- საკომუნიკაციო ტექნიკით.
5. მოხელე სარგებლობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოხელის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
6. მოხელე ვალდებულია:
ა) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულოს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაოს თავისი პროფესიული ცოდნის დონის ასამაღლებლად;
ე) შეასრულოს დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.