ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.03.2018
ძალის დაკარგვა 24.01.2022
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016347
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 20.01.2022
დოკუმენტის ტექსტი
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2018 წლის 23 მარტი
ქ. ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ფულადი საჩუქრის გაცემის წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე
დანართი
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ფულადი საჩუქრის გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ფულადი საჩუქრის გაცემის წესი“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ნიჭიერი და წარმატებული სპორტსმენებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის უზრუნველყოფას საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისათვის და განსაზღვრავს სპორტული გუნდების დაჯილდოების პირობებსა და წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფულადი საჩუქარი – ერთჯერადი ფულადი საჩუქარი;
ბ) წარმატებული სპორტსმენი – საქართველოს, ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ თამაშებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელით ან ახალციხეში მცხოვრები საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი;
გ) წარმატებული ახალგაზრდა – ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა, რომელიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს ან საერთაშორისო მასშტაბით გამართულ კულტურულ-შემოქმედებით, ინტელექტუალურ კონკურსებში და მოიპოვა აღნიშნული კონკურსის დებულებით განსაზღვრული მთავარი პრიზი ან ტიტული;
დ) რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული გუნდები და ინდივიდები – ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ ინიციირებულ სხვადასხვა აქტივობებში, ან/და რეგიონალურ ან მუნიციპალურ სპორტულ ტურნირებში მონაწილე გუნდები, რომლებმაც დაიკავეს I, II, და III ადგილი;
ე) წარმატებული გუნდი – საქართველოს მასშტაბით გამართულ ღონისძიებებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელით ან ახალციხეში მცხოვრები საქართველოს სახელით მოასპარეზე გუნდი, რომელმაც დაიკავა საპრიზო ადგილი.
მუხლი 3🔗.
ვეტერანი და წარმატებული სპორტსმენის დასაჩუქრება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარმატებული სპორტსმენის ფულადი საჩუქრის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარმატებული სპორტსმენი – 150ლარი;
ბ) საქართველოს ჩემპიონატის I ადგილი – 400 ლარი; II ადგილი – 300 ლარი; III ადგილი – 200 ლარი.
2. წარმატებული ვეტერანი სპორტსმენის ფულადი საჩუქრის ოდენობა განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით.
3. წარმატებულმა სპორტსმენმა/ვეტერანმა, არასრულწლოვანი სპორტმენის შემთხვევაში მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) წარმატებული სპორტსმენის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.
მუხლი 4🔗.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ ინიციირებული სახელოვნებო კულტურულ პროგრამებში გამარჯვებული გუნდისა და ინდივიდების დასაჩუქრება
1. სასკოლო თეატრალურ ფესტივალში“ გამარჯვებული ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ინდივიდთა გუნდის ფულადი ჯილდო განისაზღვროს:
ა) I ადგილი – 500 ლარი;
ბ) II ადგილი – 300 ლარი;
გ) III ადგილი – 200 ლარი.
2. ესეების კონკურსში – „ჩემი პროფესია“ გამარჯვებული, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდის ფულადი ჯილდო განისაზღვროს:
ა) I ადგილი – 200 ლარი;
ბ) II ადგილი – 150 ლარი;
გ) III ადგილი – 100 ლარი.
3. ფოტოკონკურსში გამარჯვებული, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდის ფულადი ჯილდო განისაზღვროს:
ა) I ადგილი – 300 ლარი;
ბ) II ადგილი – 200 ლარი;
გ) III ადგილი – 100 ლარი.
4. წარმატებულმა ახალგაზრდამ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 5🔗.
რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული გუნდებისა და ინდივიდების დასაჩუქრება
1. რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული გუნდების, რომელთა რაოდენობა სათამაშო მოედანზე არ აღემატება 6 მონაწილეს, გუნდის ფულადი საჩუქრის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) I ადგილი – 300 ლარი;
ბ) II ადგილი – 200 ლარი;
გ) III ადგილი – 100 ლარი.
2. რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული გუნდების, რომელთა რაოდენობა სათამაშო მოედანზე აღემატება 6 მონაწილეს, გუნდის ფულადი საჩუქრის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) I ადგილი – 500 ლარი;
ბ) II ადგილი – 300 ლარი;
გ) III ადგილი – 200 ლარი.
3. რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებულმა გუნდმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) გამარჯვებულის ან გუნდის წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) გამარჯვებულის ან გუნდის წარმომადგენლის ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 6🔗.
ფულადი საჩუქრის
გაცემის ადმინისტრირება
ფულადი საჩუქრის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური).
მუხლი 7🔗.
ფულადი საჩუქრის ანაზღაურების წესი
ამ წესით განსაზღვრული ფულადი საჩუქრის გაცემა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით, განცხადების შემოტანიდან 20 დღის ვადაში.