ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2022 წლის 20 იანვარი ქ. ახალციხე |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
„ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის № 33 დადგენილება. (მიღების თარიღი 23/03/2018 წელი. გამოქვეყნების წყარო თარიღი, ვებგვერდი 28/03/2018, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016347)
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესი
„ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესი“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და სხვა მიმართულებით ნიჭიერი და წარმატებული პირების წახალისებას და განსაზღვრავს მათი დაჯილდოების პირობებსა და წესს.
1. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებული, ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირის ფულადი საჩუქარი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
I ადგილი – 400 ლარი;
II ადგილი – 300 ლარი;
III ადგილი – 200 ლარი;
2. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულმა სპორტსმენმა, არასრულწლოვანის შემთხვევაში მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) წარმატებული სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) რეგისტრაციის ბარათი (არასრულწლოვანის შემთხვევაში)
დ) წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) წარმატებული სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები.
1. საგანმანათლებლო, კულტურულ ღონისძიებაში გამარჯვებული, ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირის ფულადი საჩუქარი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) I ადგილი – 300 ლარი;
ბ) II ადგილი – 200 ლარი;
გ) III ადგილი – 100 ლარი.
2. ახალციხის საპატიო მოქალაქის ფულადი საჩუქარი განისაზღვროს 1000 ლარის ოდენობით.
3. ახალციხის საპატიო მოქალაქემ, გამარჯვებულმა პირმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) რეგისტრაციის ბარათი (არასრულწლოვანის შემთხვევაში)
დ) წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საბანკო რეკვიზიტები.
1. სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებული, ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირის ფულადი საჩუქარი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) I ადგილი – 300 ლარი;
ბ) II ადგილი – 200 ლარი;
გ) III ადგილი – 100 ლარი.
2. სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებული გუნდების, რომელთა რაოდენობა სათამაშო მოედანზე არ აღემატება 6 მონაწილეს, გუნდის ფულადი საჩუქრის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) I ადგილი – 500 ლარი;
ბ) II ადგილი – 300 ლარი;
გ) III ადგილი – 200 ლარი.
3. სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებული გუნდების, რომელთა რაოდენობა სათამაშო მოედანზე აღემატება 6 მონაწილეს, გუნდის ფულადი საჩუქრის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) I ადგილი – 800 ლარი;
ბ) II ადგილი – 600 ლარი;
გ) III ადგილი – 400 ლარი.
4. სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულმა გუნდმა ან პიროვნებამ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) გუნდის მიერ წარდგენილი პირის (წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გამარჯვებული პირის ან გუნდის წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები.
ფულადი საჩუქრის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური.
ამ წესით განსაზღვრული ფულადი საჩუქრის გაცემა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით.