ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.03.2018
ძალის დაკარგვა 06.06.2022
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.138.016346
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 06.06.2022
დოკუმენტის ტექსტი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2018 წლის 23 მარტი
ქ. ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანულის კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1.
,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №5 დადგენილება.
2.
„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №20 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე
დანართი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
სამსახურის ცნება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, დასახლებების დაგეგმარების, მშენებლობის საკითხების კოორდინაციას, არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დაცვას, კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლის განხორციელებას. ამ და სხვა ინფრასტრუქტურულ, არქიტექტურულ საკითხებზე საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებების აღსრულებას.
2. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. სამსახურის საქმიანობაზე, სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია – ქალაქი ახალციხე, კოსტავას ქ.№18.
5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობისა და საზოგადოებრივ ინტერესთა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით.
მუხლი 2🔗.
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფლებამოსილებათა განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონით,„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონით, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტებით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
მუხლი 3🔗.
სივრცითი
მოწყობისა
და
ინფრასტრუქტურის
სამსახურის
ძირითადი ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების კონცეფციების შემუშავებას;
დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ზ) ახალციხის მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების და პროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
თ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მოქმედი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
ი) ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
კ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე ბრძანების პროექტების შემუშავებას;
ლ)შესრულებული სამუშაოების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებას;
მ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათ წარდგენას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვისა და შესყიდვების სამსახურისათვის;
ნ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერის სამართლებრივი აქტების, მერიის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადებას და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენას;
ო) ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
პ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობას, შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
ჟ)ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას, მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას და მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;
რ) დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, კანალიზაციის წყალმომარაგების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვას;
ს) ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტების მომზადებას;
ტ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმებას და მათი სისწორის დადასტურებას შესაბამისი ხელმოწერით;
უ) არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვის ხელშეწყობას;
ფ) მოქმედი კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის შემადგენლობა
1. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის შემადგენლობაში შედის;
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ბ) პროექტების მართვის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
გ) ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
დ) სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ე) ურბანული დაგეგმარების განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ვ) სამსახურის მოხელეები
2. სამსახურის სტრუქტურის ქვედანაყოფებია:
ა) პროექტების მართვის განყოფილება
ბ) ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილება;
გ) სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება;
დ) ურბანული დაგეგმარების განყოფილება.
მუხლი 5🔗.
სივრცითი
მოწყობისა
და
ინფრასტრუქტურის
სამსახურის პირველადი
სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი;
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;
ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოხელეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) პერიოდულად წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, პროექტებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗.
სივრცითი
მოწყობისა
და
ინფრასტრუქტურის
სამსახურის
მეორადი
სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელი
1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის - განყოფილების საქმიანობას წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით, შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით და მოქმედი კანონმდებლობით.
3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ასრულებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მერის დავალებებს, ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და მერის წინაშე. მისი არყოფნის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 7🔗.
პროექტების მართვის განყოფილება
პროექტების მართვის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას;
ბ) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
გ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე ობიექტების საპროექტო, ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის მონიტორინგი;
დ) წარმოდგენილი საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
ე) წინასატენდერო და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
ვ) საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში კორექტირების განხორციელების შემთხვევაში, კორექტირების პროცესში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) შემოსული განცხადებების, წერილების განხილვა და შესაბამისი წინადადებებისა თუ რეკომენდაციების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში.
თ) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა – გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში;
ი) ყველა იმ საქმიანობისა და ფუნქცია-მოვალეობათა განხორციელება, რაც მიეკუთვნება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის კომპეტენციას, მოქმედი კანონმდებლობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებივი აქტებით, ამ დებულებითა და მოხელის სამუშაო აღწერილობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
ტექნიკურ
-ეკონომიკური
განყოფილება
ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) პრიორიტეტების შერჩევა, შესაბამისად, დეფექტური აქტების მომზადება, მშენებარე ობიექტების ინსპექტირება და გეგმა-გრაფიკის შესრულების კონტროლი. საპროექტო სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებაში მონაწილეობის მიღება;
გ) შესრულებული სამუშაოების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება და მათი წარდგენა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურისათვის;
ე) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადება და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და სხვა უწყებებისა და ორგანიზაციებისათვის წარდგენა;
ვ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმება და მათი სისწორის დადასტურება შესაბამისი ხელმოწერით;
ზ) მუშაობის პროცესში შემსრულებლის მიერ მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით სამუშაოების შესრულების ინსპექტირება-კონტროლი;
თ) ყველა იმ საქმიანობისა და ფუნქცია-მოვალეობათა განხორციელება, რაც მიეკუთვნება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის კომპეტენციას, მოქმედი კანონმდებლობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებივი აქტებით, ამ დებულებითა და მოხელის სამუშაო აღწერილობის შესაბამისად.
მუხლი 9🔗.
სივრცითი
მოწყობისა
და
არქიტექტურის
განყოფილება
სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და დასახლების დაგეგმარების უზრუნველყოფა;
ბ)ახალციხის მუნიციპალიტეტის საზღვრებში ტერიტორიული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე წინადადებების მომზადება;
გ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურული და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისა და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ასევე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებისა და კორექტირების შეტანის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარსადგენად;
დ) შენობა – ნაგებობის ექსტერიერების და ინტერიერების პროექტების განხილვა, ფერთა შეთანხმება, ქალაქსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში არსებულ ობიექტებზე განსათავსებელი საინფორმაციო დაფების, აბრებისა და ფირნიშების ესკიზების შეთანხმებაზე შესაბამისი აქტების მომზადება;
ე) შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისად შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების მიზნით დოკუმენტებისა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება;
ვ) სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე წინადადებების მომზადება, და კომპეტენციის ფარგლებში სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესის რეგულირება „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ზ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
თ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ - დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და განხილვა;
ი) უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკითხის განხილვისას მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
კ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკითხის განხილვისას მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
მ) ახალციხის მუნიციპალიტეტში, გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;
ნ) შემოსული განცხადებების, წერილების განხილვა და შესაბამისი წინადადებებისა თუ რეკომენდაციების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
ო) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურული და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისა და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ახალი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის, ასევე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებისა და კორექტირების შეტანის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარსადგენად;
პ) ქალაქთმშენებლობითი კადასტრის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღება, დადგენილი წესის შესაბამისად;
ჟ) ყველა იმ საქმიანობისა და ფუნქცია-მოვალეობათა განხორციელება, რაც მიეკუთვნება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის კომპეტენციას, მოქმედი კანონმდებლობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებივი აქტებით, ამ დებულებითა და მოხელის სამუშაო აღწერილობის შესაბამისად.
მუხლი 10🔗.
ურბანული
დაგეგმარების განყოფილება
განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება;
ბ) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების ხელშეწყობა;
დ) მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ურბანული დაგეგმარების თაობაზე წინადადებების მომზადება, და კომპეტენციის ფარგლებში ქალაქთმშენებლობის პროცესის რეგულირება „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ე) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება და კოორდინირება;
ვ) უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის განხილვისას, მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში;
თ) შემოსული განცხადებების, წერილების განხილვა და შესაბამისი წინადადებებისა თუ რეკომენდაციების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
ი)ყველა იმ საქმიანობისა და ფუნქცია-მოვალეობათა განხორციელება, რაც მიეკუთვნება ახალციხის მუ ნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის კომპეტენციას, მოქმედი კანონმდებლობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებივი აქტებით, ამ დებულებითა და მოხელის სამუშაო აღწერილობის შესაბამისად.
მუხლი 11🔗.
სამსახურის მოხელეთა ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები
1. სამსახურში მომუშავე საჯარო მოხელეებს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.
2. სამსახურში მომუშავე საჯარო მოხელეები ასრულებენ ზემდგომი უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მერისა და ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.
3. მოხელე უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე.
4. მოხელე დადგენილი წესით სარგებლობს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით.
5. მოხელე სარგებლობს „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოხელის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
6. მოხელე ვალდებულია:
ა) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულოს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაოს თავის პროფესიულ განვითარებაზე;
ე) შეასრულოს დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 12🔗.
დებულებაში
ცვლილებისა
ან/და
დამატების
შეტანის წესი
დებულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.