„ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.138.016351
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2018 წლის 23 მარტი

ქ. ახალციხე

 

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის №24 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 21/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.138.016338) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (დებულება) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი

1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავება და საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა, ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია;

გ) გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, პროექტების ანალიზი;

დ) გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა;

ე) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;

ვ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება-დანერგვა, ასევე, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ზ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციისა და სხვა ინფორმაციის განხილვა კომპეტენციის ფარგლებში, მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ი) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარდგენა.

2. საბჭო უფლებამოსილია:

ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ახალციხის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სახის ურთიერთობებში;

ბ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან, შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

გ) საბჭოს უფლება აქვს სხდომაზე მოიწვიოს საჯარო სამსახურის დაწესებულების ნებისმიერი თანამდებობის პირი;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.03.2018.
როდის იქნა მიღებული „ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 23.03.2018. მიმღები ორგანო — ახალციხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №37. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.138.016351.
რამდენი მუხლისგან შედგება „ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №37, 23.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016351 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4111288/