ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2018 წლის 15 თებერვალი ქ. ახალციხე |
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება
2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს წევრებისაგან.
3. საბჭოს წევრთა რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის მეორადი სტუქტურული ერთეულის – გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი(საბჭოს მდივანი) და გენდერულ თანასწორობის საკითხებზე მუშაობის გამოცდილების მქონე ექსპერტები.
5. საბჭოს წევრის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება გენდერულ თემებზე საბჭოს წევრობის კანდიდატის ინფორმირებულობას ან/და მუშაობის გამოცდილებას. სასურველია, საბჭოში დაცული იყოს გენდერული ბალანსი.
6. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირებისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისადმი მიმართვის საფუძველზე, საბჭოს თავმჯდომარის მიერ, წევრებად შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელები, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების (არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივი წარდგინების არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენლები.
7. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნეს სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის ფორმას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს წევრებისაგან.
3. საბჭოს წევრთა რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის მეორადი სტუქტურული ერთეულის - გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი(საბჭოს მდივანი) და გენდერულ თანასწორობის საკითხებზე მუშაობის გამოცდილების მქონე ექსპერტები.
5. საბჭოს წევრის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება გენდერულ თემებზე საბჭოს წევრობის კანდიდატის ინფორმირებულობას ან/და მუშაობის გამოცდილებას. სასურველია, საბჭოში დაცული იყოს გენდერული ბალანსი.
6. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირებისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისადმი მიმართვის საფუძველზე, საბჭოს თავმჯდომარის მიერ, წევრებად შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელები, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების (არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივი წარდგინების არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენლები.
7. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნეს სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის ფორმას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელიც თანამდებობრივად არის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის, მეორადი სტუქტურული ერთეულის – გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი.
3. საბჭოს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც, იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით, ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.
4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
5. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც. საბჭოს წევრებს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოთ სხდომამდე 3 დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ.
6. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე.
7. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხებზე წინადადებები და რეკომენდაციები შემოტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით 2 დღით ადრე მაინც. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებსა და რეკომენდაციებს, საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს.
8. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრთაგან, საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
9. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრის საფუძველზე, საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
10. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.
11. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
12. საბჭოს მიერ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნება ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ერთი თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე
ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება