„მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლეებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 5 ოქტომბრის №130/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №33/ნ |
|
2018 წლის 27 მარტი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
„მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 5 ოქტომბრის №130/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 07/10/2015; სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.017037) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. საკონსტანტაციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,“. 2. პირველი მუხლით დამტკიცებული ,,მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების წესი და პირობების“: ა) მე-4 მუხლის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;“; ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია) – ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შექმნილი პროექტების შემფასებელი ჯგუფი, რომელიც ამ წესით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით განიხილავს კონკურსზე წარდგენილ განაცხადებს, ადგენს შეფასების რანჟირებულ სიებს და ამ სიების საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებულ პროექტებს;“; ბ) მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს: ა) სტიპენდია (ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს); ბ) სასწავლო და კვლევითი პროცესის ტექნიკური აღჭურვის, ლაბორატორიული საშუალებების ან/და საველე სამუშაოების ხარჯი; გ) პროექტის მიზნებისათვის ხელმძღვანელთან შეთანხმებით საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის ხარჯი (კონფერენცია, კონგრესი, ვორქშოპი, სემინარი და სხვა); დ) თემის მიზნებისათვის ხელმძღვანელთან შეთანხმებით უცხოეთში კვლევითი ვიზიტის ხარჯები; ე) სასწავლო და კვლევითი პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი სხვა ხარჯები. 3. გრანტით დაუშვებელია ლეპტოპის, პლანშეტური კომპიუტერის, მობილური ტელეფონის, საოფისე პრინტერის და/ან სკანერის, კარტრიჯის, უწყვეტი კვების წყაროს და უძრავი ქონების შეძენა, უძრავი ქონების იჯარა, კაპიტალური რემონტი, სატრანსპორტო საშუალების შეძენა;“; გ) მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კომისიის შეფასების საფუძველზე შედგენილი რანჟირებული სიების მიხედვით, საგრანტო კონკურსის ბიუჯეტის გათვალისწინებით, გამარჯვებული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება;“; დ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. პროექტის შეფასების კრიტერიუმები 1. კომისიის მიერ პროექტი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
2. შეფასების სამი კრიტერიუმდან (1 – სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, 2 – აკადემიური კომპონენტი, 3 – პროექტის მენეჯმენტი და განხორციელებადობა) თითოეული კრიტერიუმი ფასდება 9-ქულიანი სისტემით (1-9), სადაც 1-3 ქულა შეესაბამება C კატეგორიის შეფასებას, 4-6 ქულა შეესაბამება B კატეგორიის შეფასებას, ხოლო 7-9 ქულა შეესაბამება A კატეგორიის შეფასებას. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 27 ქულა. კრიტერიუმებში ქულებით შეფასება განიმარტება შემდეგნაირად:
3. შემაჯამებელი შეფასება პროექტის შესახებ ეფუძნება და შესაბამისობაში უნდა იყოს 1-2 კრიტერიუმის 9 ქულიანი (1-9) სისტემით შეფასებასთან და განიმარტება შემდეგნაირად:
4. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 18 ან მეტი ქულა. თუ პროექტის შეფასება პირველ და მეორე კრიტერიუმში არის „C“, პროექტი არ განიხილება დასაფინანსებლად, მიუხედავად ჯამური ქულების ოდენობისა. 5. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე და მესამე კრიტერიუმში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.“; ე) მე-15 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროექტის შეწყვეტის შემთხვევაში მაგისტრანტმა მის მიერ შესყიდული ხელსაწყოები და აპარატურა, ასევე გაუხარჯავი ლაბორატორიული და სხვა მასალები უნდა გადასცეს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. მაგისტრანტი ვალდებულია სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე დააბრუნოს არსებული ნაშთი. 5. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ ფონდში საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გადარიცხულ გრანტის ხარჯვაზე და პროექტის ფარგლებში დასახული ამოცანების შესრულებაზე არსებობს შესაბამისი აქტი და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|