თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.03.2018
ძალის დაკარგვა 04.07.2018
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016412
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილი თხლაშიძე | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თელავის მუნიციპალტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №34 დადგენილების „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.06.2018
📋 აუქმებს — 2 აქტი
- ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში სამუშაოების/მშენებლობის ეტაპის დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 08.07.2015
- თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.01.2015
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის
ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის
ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2018 წლის 23 მარტი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის, ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე, შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი (სადემონტაჟო) შენობა-ნაგებობის საერთო ფართის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,2 ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 08 ივლისის №32 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში სამუშაოების/მშენებლობის ეტაპის დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 13/07/2015, 010250050.35.176.016091).
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №1 დადგენილება „თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ (www.matsne.gov.ge, 05/02/2015, 310120000.35.163.016240).
მუხლი 5🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე
დანართი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესი
მუხლი 1🔗
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს კონტროლს თელავის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სადემონტაჟო საქმიანობაზე, კერძოდ: თუ სამშენებლო საქმიანობაზე დაფიქსირებული იქნება მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის წარმოების ფაქტი და ადგილზე ვერ მოხერხდება მიმდინარე საქმიანობის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, უფლებამოსილი პირის მიერ მოხდება მითითების ფორმის შედგენა, რომელიც ჩაჰბარდება მეპატრონეს. იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე არ ჩაიბარებს მითითებას, მოხდება მისი თვალსაჩინო ადგილზე გაკვრა და ფოტოს გადაღება, რაც ჩაითვლება ოფიციალურ ჩაბარებად, რომლითაც ობიექტის მეპატრონეს მიეცემა ვადა არაუმცირეს 3 და არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ოდენობით, რათა წარმოადგინოს ობიექტის მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟისათვის საჭირო თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და შესაბამისი მშენებლობის სანებართვო მოწმობა ან ტერიტორია მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამრღვევის მიმართ გატარდება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 43-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება. მითითებით მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, უფლებამოსილი პირი ავსებს შემოწმების აქტს, რომელშიც უთითებს მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის ფაქტს. თუ მითითება არ შესრულდება, შეივსება უწყების ფორმა, რომლითაც სამართალდამრღვევი დაბარებული იქნება საქმის განხილვაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ გამოიცემა დადგენილება დაჯარიმების შესახებ.
მუხლი 2🔗
ჯარიმის შესახებ დადგენილების გამოცემისთანავე, იგი უნდა ჩაჰბარდეს მოქალაქეს, ხოლო თუ არ ჩაიბარებს, მოხდება დადგენილების თვალსაჩინო ადგილზე გაკვრა (სახლის კარებზე ან ობიექტზე), ფოტოგადაღება და მოხდება მოქალაქის დაჯარიმება.
მუხლი 3🔗
თუ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვა მომართვა (წერილი ან განცხადება) მშენებარე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების, მშენებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე, ან კორექტირებული პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების მიერ ფიქსირდება სამართალდარღვევა, კერძოდ: დარღვეული იქნება მშენებლობის ექსპლუატაციაში წარსადგენი ვადები, დარღვეული იქნება ობიექტის პირვანდელი სამშენებლო დოკუმენტის პროექტი (პროექტის გადახვევით წარმოებული მშენებლობა) უფლებამოსილი პირის მიერ, შედგება შემოწმების აქტი, რომელშიც აისახება შესაბამისი სამართალდარღვევა და სამართალდამრღვევის მიმართ გატარდება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 45-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება. ანალოგიურად უფლებამოსილი პირის მიერ გამოიცემა დადგენილება, რომელიც ჩაბარდება სამართალდამრღვევს.
მუხლი 4🔗
თუ დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში სამართალდამრღვევის მიერ არ იქნება გადახდილი შესაბამისი ჯარიმის თანხა, უფლებამოსილი პირის მიერ გამოიცემა დადგენილება საურავის დაკისრების შესახებ, რომელიც ჩაჰბარდება სამართალდამრღვევს.
მუხლი 5🔗
ანალოგიური მითითებით იწყება საქმისწარმოება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 48-ე, 49-ე, 50-ე მუხლებთან დაკავშირებით.