📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.03.2018
სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.169.016377
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2018
matsne.gov.ge 1,086 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
გაცემის თარიღი
სანებართვო მოწმობის   № რაოდენობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 30.07.2018 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ 1.  ამ წესით განსაზღვრული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობა (შემდეგში – მოწმობა ) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას , რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ . 2. მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს დუშეთის    მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – მერია), რომელიც მოწმობის შეკვეთას აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 3. მოწმობის ფორმა უნდა შეიცავდეს რელიეფურ დამცავ ბადეს. 4. მოწმობის ფორმა განისაზღვრება თანახმად დადგენილების დანართი №1-ისა. 5. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა დუშეთის   მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს. პასუხისმგებელი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს აბარებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის   უფროსს, შესაბამის მოხსენებით ბარათზე მერის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. 95% 05.06.2020 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 26.12.2018 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 02.02.2018 მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 23.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №27 2018 წლის 27 მარტი ქ. დედოფლისწყარო მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის,  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“  საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესი დანართი 1-ის შესაბამისად  (დანართი 1 თან ერთვის). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმა (შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 28/02/2018  MES 2 18 00233367 წერილით) დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი 2 თან ერთვის). მუხლი 3🔗 დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი  3-ის შესაბამისად (დანართი 3 თან ერთვის). მუხლი 4🔗 დამტკიცდეს დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ფორმა დანართი 4-ის შესაბამისად (დანართი 4 თან ერთვის). მუხლი 5🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მაისის №15 დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის,  მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge.  ვებგვერდი, 110601036,  07/06/2011 სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.169.016049). მუხლი 6🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი დანართი №1 მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“  საქართველოს კანონის 30-ე მუხლის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“  საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების,  „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. მშენებლობის სანებართვო მოწმობის დამზადება და მომარაგება 1. ამ წესით განსაზღვრული მშენებლობის სანებართვო მოწმობა (შემდეგში –სანებართვო მოწმობა) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ. 2.  სანებართვო მოწმობის ფორმა უნდა შეიცავდეს არანაკლებ სამ დამცავ ნიშანს. 3.  პოლიგრაფიული საწარმოდან სანებართვო მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ მოსამსახურეს. მუხლი 3🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა 1. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სათავსი, სადაც ინახება სანებართვო მოწმობის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 3. სანებართვო მოწმობის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან. მუხლი 4🔗. სანებართვო პირობები მშენებარე ობიექტის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურის მიერ ობიექტის მშენებლობის დათვალიერება და სათანადო ოქმების გაფორმება მშენებლობის შესაბამის ეტაპებზე. მუხლი 5🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება 1. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება წარმოებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული მერიის მოსამსახურის მიერ. 2. სანებართვო მოწმობის შევსებისას მასში აღინიშნება: ა) ნებართვის გაცემის თარიღი; ბ) ნებართვის  ვადის დინების დაწყების თარიღი; გ) ნებართვის მოქმედების ვადა; დ) ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ე) მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი; ვ) შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობის მისამართი; ზ) შენობა-ნაგებობის კლასი; თ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი; ი) პროექტის შემთანხმებელი; კ) ინფორმაცია დაპროექტების შესახებ; ლ) ნებართვის გაცემის საფუძველი; მ) შენობა-ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები და მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები; ნ) სანებართვო მოწმობის შევსებაზე უფლებამოსილი სამსახური; ო) მშენებლობის ნებართვის გამცემი პირი. 3. მოწმობა ივსება ლურჯი ბურთულიანი კალმით. მოწმობაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მოწმობის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი მოწმობა, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად.  გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დგება ჩამოწერის აქტი. ჩამოწერილი მოწმობები, რომლებსაც თან ერთვის ჩამოწერის აქტი, ინახება პასუხისმგებელ პირთან. 4. მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი მოწმობის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი, ხოლო მოწმობის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემთან. მუხლი 6🔗. სანებართვო მოწმობის გაცემა 1. სანებართვო მოწმობის გაცემა მფლობელზე წარმოებს პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე. 2. სანებართვო მოწმობის გაცემა მესამე პირზე ხდება ნებართვის მაძიებლის მიერ გაცემული მინდობილობისა და პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება ადგილზე). 3. ნებართვის მაძიებელი ან მესამე პირი ხელმოწერით ადასტურებს სანებართვო მოწმობის მიღების ფაქტს სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში. მუხლი 7🔗. სანებართვო მოწმობის დუბლიკატების გაცემა 1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი გასცემს დუბლიკატს, მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ. 2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად. 3. გაცემულ დუბლიკატს დაესმება წარწერა „დუბლიკატი“. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს. 4. ნებართვის გამცემს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში. მუხლი 8🔗. სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღრიცხოს ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში. მუხლი 9🔗. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის მიხედვით, გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 საქართველო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მშენებლობის სანებართვო მოწმობა 1. ნებართვის გაცემის თარიღი: ------  ----------------------20   წელი 2.  ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი:  ----------20  წელი 3. ნებართვის მოქმედების ვადა: 20   წლის  ---------------------------  მდე   4. ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები:   ------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------(სახელი,გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება: სრული სახელწოდება, იურიდიული მისამართი)  5. მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი: --------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------                                            6. შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობის მისამართი:------------------------------ ----------------------------------------------------------------------------------------------------------- (ან/და ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დაზუსტებული აღწერა მისამართის არარსებობის ან არასრულობის შემთხვევაში) 7. შენობა-ნაგებობის კლასი: ------------------------------------------------------------------- 8. შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი:  --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 9. პროექტი შეთანხმებულია: -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  10. ინფორმაცია დამპროექტებლის შესახებ:   --------------------------------------------------------------------- (სახელი/დასახელება და საკონტაქტო მონაცემები) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 11. ნებართვის გაცემის საფუძველი: 20 -------  წლის  ---------  ბრძანება ----- 12. შენობა-ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები და   მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის)    ეტაპები: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 13. სანებართვო მოწმობის შევსებაზე უფლებამოსილი სამსახური: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 14. მშენებლობის ნებართვის გამცემი პირი: --------------------------------------------------------------  ------------------------------------------------------------------------------------------------------------ (სახელი, გვარი, თანამდებობა) ბ.ა. -------------------           (ხელმოწერა) დამკვეთი:    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი დამამზადებელი: სფს-ს რეგისტრაციის № დანართი №3 მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა სანებართვო მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი სანებართვო მოწმობის მიმღები პირი № გაცემის თარიღი სანებართვო მოწმობის № გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა გვარი სახელი ხელმოწერა დანართი №4 დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტი  № დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია                                                           -                          ----/-----/ 20      წელი სანებართვო მოწმობის № რაოდენობა თარიღი ჩამოწერის საფუძველი შენიშვნა მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემაზე  პასუხისმგებელი პირი : ---------------------------------------