მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2018 წლის 27 მარტი ქ. დედოფლისწყარო |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :
|
2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ამ წესის შესაბამისად.
2. სანებართვო მოწმობის ფორმა უნდა შეიცავდეს არანაკლებ სამ დამცავ ნიშანს.
3. პოლიგრაფიული საწარმოდან სანებართვო მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ მოსამსახურეს.
2. სათავსი, სადაც ინახება სანებართვო მოწმობის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
3. სანებართვო მოწმობის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.
2. სანებართვო მოწმობის შევსებისას მასში აღინიშნება:
ა) ნებართვის გაცემის თარიღი;
ბ) ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა;
დ) ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ე) მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი;
ვ) შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობის მისამართი;
ზ) შენობა-ნაგებობის კლასი;
თ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი;
ი) პროექტის შემთანხმებელი;
კ) ინფორმაცია დაპროექტების შესახებ;
ლ) ნებართვის გაცემის საფუძველი;
მ) შენობა-ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები და მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები;
ნ) სანებართვო მოწმობის შევსებაზე უფლებამოსილი სამსახური;
ო) მშენებლობის ნებართვის გამცემი პირი.
3. მოწმობა ივსება ლურჯი ბურთულიანი კალმით. მოწმობაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მოწმობის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი მოწმობა, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად. გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დგება ჩამოწერის აქტი. ჩამოწერილი მოწმობები, რომლებსაც თან ერთვის ჩამოწერის აქტი, ინახება პასუხისმგებელ პირთან.
4. მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი მოწმობის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი, ხოლო მოწმობის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემთან.
2. სანებართვო მოწმობის გაცემა მესამე პირზე ხდება ნებართვის მაძიებლის მიერ გაცემული მინდობილობისა და პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება ადგილზე).
3. ნებართვის მაძიებელი ან მესამე პირი ხელმოწერით ადასტურებს სანებართვო მოწმობის მიღების ფაქტს სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში.
2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.
3. გაცემულ დუბლიკატს დაესმება წარწერა „დუბლიკატი“. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.
4. ნებართვის გამცემს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.
სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღრიცხოს ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში.
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის მიხედვით, გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მშენებლობის სანებართვო მოწმობა
1. ნებართვის გაცემის თარიღი: ------ ----------------------20 წელი 2. ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი: ----------20 წელი 3. ნებართვის მოქმედების ვადა: 20 წლის --------------------------- მდე 4. ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები: -------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------(სახელი,გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება: სრული სახელწოდება, იურიდიული მისამართი)
5. მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი: ---------
------------------------------------------------------------------------------------------------------------ 6. შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობის მისამართი:------------------------------ ----------------------------------------------------------------------------------------------------------- (ან/და ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დაზუსტებული აღწერა მისამართის არარსებობის ან არასრულობის შემთხვევაში) 7. შენობა-ნაგებობის კლასი: ------------------------------------------------------------------- 8. შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 9. პროექტი შეთანხმებულია: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 10. ინფორმაცია დამპროექტებლის შესახებ: --------------------------------------------------------------------- (სახელი/დასახელება და საკონტაქტო მონაცემები) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 11. ნებართვის გაცემის საფუძველი: 20 ------- წლის --------- ბრძანება -----
12. შენობა-ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები და მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 13. სანებართვო მოწმობის შევსებაზე უფლებამოსილი სამსახური: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 14. მშენებლობის ნებართვის გამცემი პირი: -------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------ (სახელი, გვარი, თანამდებობა) ბ.ა. ------------------- (ხელმოწერა)
დამკვეთი: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი დამამზადებელი: სფს-ს რეგისტრაციის №
|
დანართი №3
|
დედოფლისწყარო ს მუნიციპალიტეტის მერია - ----/-----/ 20 წელი
მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი : --------------------------------------- |