„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№149
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.020464
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №149

2018 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

 

„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში (სსმ, 146, 10/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესის:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული  პროგრამის (შემდგომში – №36 დადგენილება) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები;“;

ა.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ლ) გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში ლტოლვილისა და  ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, ასევე №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც ესაჭიროებათ კარდიოქირურგიული მკურნალობა, თუ ეს ხარჯები არ იფარება  კერძო სადაზღვევო სქემებით, ან შესაბამისი წლის სახელმწიფო პროგრამებით, ან ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ფარგლებში დაფინანსებული ჯანდაცვის პროგრამებით;“;

ა.გ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:

„პ) სექსუალური ძალადობის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეები (საქართველოს მოქალაქეში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები);

ჟ) ფილტვების იდიოპათური ფიბროზის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეები (საქართველოს მოქალაქეში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები).“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მიზნებისათვის, სიტყვები –  „სახელმწიფო პროგრამა“ გულისხმობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში დაფინანსებულ პროგრამებს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პოლიციელის ან სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი უწყების მიერ დაფინანსებულ სადაზღვევო პირობებს.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაფინანსების განსაკუთრებული წესი

1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისთვის გასაწევი მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს ოპერაციული ჩარევებისათვის განსაზღვრული ღირებულებისა, №2 დანართის შესაბამისად. მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს კატეგორიის შესაბამისი ღირებულებისა. ამასთან:

ა) თანაგადახდას არ ექვემდებარება გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის და ასაკით პენსიონერი ვეტერანისა და მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება;

ბ) №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის (გარდა 18 წლამდე ასაკის პირებისა) იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 80%, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 20%-ს, ხოლო საპენსიო ასაკის პირებისთვის (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) პროგრამით იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 90%, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 10%-ს.

2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის მომსახურების მოცულობა და დაფინანსების მექანიზმი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ წესის მე-6 მუხლის 51 პუნქტის საფუძველზე გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი ბრუნდება  კომისიის  განკარგვის არეალში.“.

3. კომისიის საქმიანობის წესის“ №2 დანართი  მე-2 მუხლის პირველი  პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება და ერთეულის ღირებულება“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

„კომისიის საქმიანობის წესის“ მე-7 მუხლის პირველი  პუნქტი გათვალისწინებული  მომსახურება და ერთეულის ღირებულება

ა) ქირურგია:

კატეგო-რია

ჩარევა

ტარიფი (ლარი)

I

სისხლძარღვოვანი რგოლის კორექცია

7 331

ღია არტერიული სადინრის დახურვა

ხელოვნური რითმის წამყვანის ბატარეის გამოცვლა

სიმპატექტომია

აორტის კოარქტაციის კორექცია, გავრცობილი ბოლოთ ბოლოში, > 1 თვეზე

წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის/ღია ოვალური ხვრელის პირველადი დახურვა ან დახურვა ჩანართით

აორტოპექსია

ფილტვის ვენების ნაწილობრივი ანომალური დრენაჟის კორექცია

დიდი ზომის მარჯვენა წინაგულის პლასტიკა

მარცხენა პარკუჭის დივერტიკულუმის კორექცია

მკერდის ძვლის პლასტიკა (არაინფექციური)

აორტის შეფუთვა

II

პირველადი წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა

11 797

სარქველქვედა აორტის სტენოზის კორექცია, მიექტომიის გარეშე იდიოპათიური სარქველქვედა სტენოზის კორექციისათვის

სიმსივნე

სიმიტარის (თურქული ხმლის) ანომალიის კორექცია

სარქველზედა მიტრალური რგოლის ან სამწინაგულიანი გულის კორექცია

კორონარული არტერიის გვირაბის გახსნა

იზოლირებული პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა

ატრიოვენტრიკულური არხის გარდამავალი ფორმის კორექცია

პეისმეიკერის (ხელოვნური რითმის წამყვანის) ჩანერგვა ეპიკარდიული ელექტროდების მიკერებით

მარჯვენა პარკუჭის ტრაბეკულების გადაკვეთა ორღრუიანი მარჯვენა პარკუჭის კორექციისათვის

ფილტვის არტერიის სარქვლის გამოცვლა

აორტის კოარქტაციის კორექცია, გავრცობილი ბოლოთ ბოლოში, < 1 თვეზე

აორტოპულმონარული ფანჯრის კორექცია

ფილტვის არტერიის შევიწროვება მაგისტრალური სისხლძარღვების კორეგირებული ტრანსპოზიციის დროს

მარცხენა პარკუჭის გასავლის კორექცია ან გადიდება

იზოლირებული სამკარედა სარქვლის პლასტიკა

იზოლირებული ორმხრივმიმართული კავაპულმონარული ანასტომოზი (გლენის ანასტომოზი)

აორტის ან ტრუნკალური სარქვლის ვალვულოპლასტიკა

სენინგის/მასტარდის ოპერაცია მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციის დროს

ფალოს ტეტრადის კორექცია - არა ტრანსანულარული ჩანართი

დაღმავალი აორტის ანევრიზმის პლასტიკა

სისტემური ვენების ანომალიების კორექცია ან პლასტიკა

III

აღმავალი აორტის პროთეზირება

17 637

სამკარედა სარქვლის ვალვულოპლასტიკა + პროცედურა მარჯვენა პარკუჭის გასავალზე

კონდუიტის რეოპერაცია

ფალოს ტეტრადის კორექცია - ფილტვის არტერიის არარსებობის სინდრომი

აორტის ან ტრუნკალური სარქვლის გამოცვლა

იზოლირებული ფონტენის ოპერაცია

კოარქტაციის კორექცია, ლავიწქვეშა არტერიის ნაწილით ან ჩანართით

სარქველქვედა აორტის სტენოზის კორექცია + მიექტომიით იდიოპათიური სარქველქვედა სტენოზის კორექციისათვის

სრული ატრიოვენტრიკულური არხის კორექცია, ტრისომია 21 (დაუნის სინდრომი)

ძირითადი აორტოპულმნარული კოლატერალების უნიფოკალიზაცია (გაერთიანება) სისხლის ხელოვნური მიმოქცევის პირობების გარეშე

ფილტვის არტერიის ვალვოტომია

კონოს პროცედურა

მარცხენა კორონარული არტერიის ანომალური გამოსვლის კორექცია

სამკარედა სარქვლის ვალვულოპლასტიკა + არა მარჯვენა პარკუჭოვანი გასავლის პროცედურა

ოპერაცია იზოლირებულად აორტის თაღზე, სისხლის ხელოვნური მიმოქცევის პირობებში

სარქველზედა აორტის სტენოზის კორექცია

ორმაგი გადართვა მაგისტრალური სისხლძარღვების კორეგირებული ტრანსპოზიციის/მთელი პარკუჭთა-შუა ძგიდის დროს

მიტრალური ან წინაგულ-პარკუჭოვანი სარქვლის ვალვულოპლასტიკა, + აორტალური სარქვლის პლასტიკის გარეშე

ორმხრივმიმართული კავაპულმონარული ანასტომოზი (გლენის ანასტომოზი) + დამატებითი პროცედურა, არა წინგულ-პარკუჭოვანი სარქვლის პლასტიკა

პეისმეიკერის (ხელოვნური რითმის წამყვანის) ჩანერგვა ენდოკარდიული ელექტროდებით

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტების ჰიბრიდული დახურვა

IV

ფონტენის ოპერაცია + დამატებითი პროცედურა, არა წინგულ-პარკუჭოვანი სარქვლის პლასტიკა

23 348

ფალოს ტეტრადის კორექცია - ტრანსანულარული ჩანართი

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა + ფილტვის არტერიის შემავიწროვებელი თასმის მოხსნა/პლასტიკა

აორტის ბოლქვის გამოცვლა

იზოლირებული წინაგულოვანი სეპტექტომია

მარჯვენა პარკუჭის ორმაგი გამოსვლის კორექცია პარკუჭშიდა გვირაბის შექმნით

ებშტეინის ანომალიის კორექცია

ფილტვის ვენების ანომალური დრენაჟის კორექცია, > 1 კვირაზე

განცალკავებული (იზოლირებული) ფილტვის არტერიის ტოტის რეიმპლანტაცია

სრული ატრიოვენტრიკულური არხის + ფალოს ტეტრადის კორექცია, ტრისომია 21 (დაუნის სინდრომი)

მრავლობითი პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტების დახურვა

სამკარედა სარქვლის ვალვულოპლასტიკა + მარჯვენა პარკუჭ-ფილტვის არტერიის კონდუიტის გამოცვლა

არტერიული გადართვის პროცედურა მაგისტრალური სისხლძარღვების  ტრანსპოზიციის/ მთელი პარკუჭთაშუა ძგიდის დროს

მიტრალური ან წინაგულ-პარკუჭოვანი სარქვლის გამოცვლა, > 5 წელზე

მარჯვენა პარკუჭის ორმაგი გამოსვლის კორექცია + მარჯვენა პარკუჭის გასავლის  პლასტიკა

ორმაგი გადართვა მაგისტრალური სისხლძარღვების კორეგირებული ტრანსპოზიციის/პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დროს

ორმხრივმიმართული კავაპულმონარული ანასტომოზი (გლენის ანასტომოზი) + წინაგულ-პარკუჭოვანი სარქვლის  პლასტიკა

ფალოს ტეტრადის კორექცია + მარჯვენა პარკუჭ-ფილტვის არტერიის კონდუიტი + ძირითადი აორტოპულმონარული კოლატერალების უნიფოკალიზაცია (გაერთიანება)

მიტრალური ან წინგულ-პარკუჭოვანი სარქვლის ვალვულოპლასტიკა + აორტალური სარქვლის პლასტიკა

ფონტენის რევიზია

V

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა + წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა + აორტის კოარქტაციის კორექცია

30 558

ფალოს ტეტრადის/ ფილტვის არტერიის ატრეზიის/ ძირითადი აორტოპულმონარული კოლატერალების პალიატიური ოპერაცია

ფონტენის ოპერაცია + წინაგულ-პარკუჭოვანი სარქვლის პლასტიკა

მოდიფიცირებული ბლელოკ-ტაუსიგის შუნტი

როსის პროცედურა

სრული ატრიოვენტრიკულური არხის კორექცია, არა ტრისომია 21 (დაუნის სინდრომი)

სამკარედა სარქვლის გამოცვლა

ფალოს ტეტრადის/ფილტვის არტერიის ატრეზიის კორექცია მარჯვენა პარკუჭ-ფილტვის არტერიის კონდუიტით

არტერიული გადართვის პროცედურა + პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა

ვილიამსის სინდრომის კორექცია

როსს-კონოს პროცედურა

ფილტვის არტერიის შევიწროვება, არა მაგისტრალური სისხლძარღვების კორეგირებული ტრანსპოზიციის დროს

დამუს-კაე-სტანსელის პროცედურა

მარცხენა პარკუჭის რეაბილიტაციია (მომზადება)

არტერიული გადართვის პროცედურა + პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა + აორტის კოაქტაციის კორექცია

რასტელი/სენინგის პროცედურები მაგისტრალური სისხლძარღვების კორეგირებული ტრანსპოზიციის/ პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დროს

ნიკაიდოს პროცედურა მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციის/პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის/ ფილტვის არტერიის სტენოზის დროს

არტერიული ტრუნკუსის (საერთო არტერიული ღეროს) კორექცია

ორპარკუჭოვანი კორექცია

ძირითადი აორტოპულმონარული კოლატერალების უნიფოკალიზაცია (გაერთიანება) ბლელოკ-ტაუსიგის შუნტით სისხლის ხელოვნური მიმოქცევის პირობებში

ფილტვის ვენების ანომალური დრენაჟის კორექცია, < 1 კვირაზე

სამკარედა სარქვლის ვალვულოპლასტიკა, ერთი პარკუჭით

ფილტვის ვენების სტენოზის კორექცია

 ორღრუიანი მარჯვენა პარკუჭის კორექცია + აორტოპულმონარული შუნტი + ღია არტერიული სადინრის დახურვა

VI

სრული ატრიოვენტრიკულური არხის კორექცია + ფალოს ტეტრადის კორექცია, არა ტრისომია 21 (დაუნის სინდრომი)

47 720

მიტრალური ან წინაგულ-პარკუჭოვანი სარქვლის გამოცვლა, < 5 წელზე

ნორვუდის პროცედურა

არტერიული ტრუნკუსის (საერთო არტერიული ღეროს) კორექცია + აორტის თაღის წყვეტის კორექცია

ფილტვის არტერიის ჰიბრიდული შევიწროვება

ნორვუდის პროცედურა, მიტრალური სტენოზი/ აორტის ატრეზია

არტერიული გადართვის პროცედურა მაგისტრალური სისხლძარღვების  ტრანსპოზიციის/ პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დროს და ფილტვის არტერიის შევიწროვების მოხსნა/პლასტიკა

გულის ტრანსპლანტაცია, > 1 წელზე;

ბ) კათეტერიზაცია:

კატეგორია

ჩარევა

ტარიფი (ლარი)

I

გულის ბიოფსია ტრანსპლანტაციის შემდეგ

2 265

II

გულის ბიოფსია და დიაგნოსტიკური კათეტერიზაცია

2 400

გულის ბიოფსია და კორონაროგრაფია

დიაგნოსტიკური კათეტერიზაცია (ტრანსსეპტალური პუნქციის ჩათვლით)

III

ღია არტერიული სადინრის დახურვა

5 038

წინაგულთაშუა ძგიდის სტენტირება, დილატაცია ან სეპტოსპომია

ღია არტერიული სადინრის სტენტირება

აორტის დილატაცია და/ან სტენტი (ერთი ინტერვენცია)

აორტის სტენტის რედილატაცია

პულმონური ვალვულოტომია (იზოლირებული ინტერვენცია)

მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის დილატაცია და/ან სტენტი (ფილტვის არტერიის ანგიოპლასტიკის ან სტენტის გარეშე) (ერთი ინტერვენცია)

ფილტვის არტერიის მარჯვენა ან მარცხენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა და/ან სტენტირება (მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის ინტერვენციის გარეშე) (ერთი ინტერვენცია)

IV

სისტემური ვენების დილატაცია ან სტენტირება

10 406

წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის ან ღია ოვალური ხვრელის დახურვა

აორტული ვალვულოტომია (იზოლირებული ინტერვენცია)

სისტემური კოლატერალის დახურვა საემბოლიზაციო მარყუჟით/ოკლუდერით (ერთი ინტერვენცია)

სისტემური > პულმონური შუნტის დილატაცია ან სტენტირება

ფენესტრაციის ოკლუდერით დახურვა (იზოლირებული ინტერვენცია)

კორონარული ფისტულის დახურვა

სისტემური არტერიის ანგიოპლასტიკა და/ან სტენტირება (აორტის გარდა)

მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის დილატაცია და/ან სტენტირება და ფილტვის არტერიის მარჯვენა ან მარცხენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა და/ან სტენტირება (ორი ინტერვენცია)

ფონტენის ოპერაციის ჩანართის დილატაცია

V

მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის დილატაცია და/ან სტენტირება (ფილტვის არტერიის ანგიოპლასტიკის ან სტენტირების გარეშე) (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია)

10 406

ფილტვის რომელიმე ვენის დილატაცია ან სტენტირება

აორტული ვალვულოტომია (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია)

ფილტვის არტერიის მარჯვენა ან მარცხენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა და/ან სტენტირება (მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის ინტერვენციის გარეშე) (ორი ინტერვენცია)

აორტის დილატირება და/ან სტენტი (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია)

სისტემური კოლატერალის დახურვა საემბოლიზაციო მარყუჟით ან ოკლუდერით (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია)

პულმონური ვალვულოტომია (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია)

სისტემური ვენური კოლატერალის დახურვა საემბოლიზაციო მარყუჟით ან ოკლუდერით

მიტრალური ვალვულოტომია

მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის დილატაცია ან სტენტირება და ფილტვის არტერიის მარცხენა ან მარჯვენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა

სისტემურ–პულმონური კოლატერალის დილატაცია ან სტენტირება

VI

ფილტვის არტერიის მარცხენა ან მარჯვენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა (მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის ინტერვენციის გარდა) (სამი ინტერვენცია)

10 406

ფენესტრირებული ოკლუდერის დახურვა (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია)

წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა ან ღია ოვალური ხვრელის დახურვა (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია)

მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის დილატაცია ან სტენტირება და ფილტვის არტერიის მარცხენა ან მარჯვენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა (ოთხი ან მეტი ინტერვენცია)

ფილტვის არტერიის მარცხენა ან მარჯვენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა ან სტენტი (მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის ინტერვენციის გარდა) (ოთხი ან მეტი ინტერვენცია)

VII

ფილტვის არტერიის სარქვლის ენდოვასკულური იმპლანტაცია

10 406

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი