„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №300 |
|
2013 წლის 25 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 23-ე პუნქტის, „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 1.3.3.15 პუნქტისა და „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 1.2.3.9 პუნქტისა და 32-ე მუხლის მე-11 პუნქტის გათვალისწინებით:”.
2. დადგენილებით დამტკიცებული „კომისიის საქმიანობის წესის“:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული პირები (საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, აგრეთვე ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები/მოსარგებლეები), რომელთაც ესაჭიროებათ კარდიოქირურგიული მკურნალობა, თუ ეს ხარჯები არ იფარება მზღვეველის მიერ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით;“;
ბ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს ოპერაციული ჩარევებისათვის განსაზღვრული ღირებულებისა, დანართი №2-ის შესაბამისად. ამასთან, მომსახურება ფინანსდება შემდეგი წესის შესაბამისად:
ა) ნოზოლოგიური ჯგუფის ფაქტობრივი ღირებულების 70%-ით, ხოლო პაციენტის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს, გარდა გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პაციენტების კარდიოქირურგიული მკურნალობისა, რომელიც ანაზღაურდება სრულად, თანაგადახდის გარეშე;
ბ) „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 21 მუხლით განსაზღვრული:
ბ.ა) იმ მოსარგებლეებისათვის, რომელთათვისაც სააგენტოს მიერ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდებისა და დაფინანსების გაგრძელება უზრუნველყოფილია „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-5 მუხლის მე-7, მე-8 და 81 პუნქტებით ან მე-12 მუხლით განსაზღვრული გარემოებების დადგომისას - პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება ანაზღაურდება სრულად, თანაგადახდის გარეშე;
ბ.ბ) იმ მოსარგებლეებისათვის, რომელთათვისაც სააგენტოს მიერ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდებისა და დაფინანსების გაგრძელება უზრუნველყოფილია „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით დამტკიცებული „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-5 მუხლის მე-4, მე-5 და 51 პუნქტებით ან მე-12 მუხლით განსაზღვრული გარემოებების დადგომისას:
ბ.ბ.ა) 18 წლამდე ასაკის მოსარგებლეებისთვის პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება ანაზღაურდება სრულად, თანაგადახდის გარეშე;
ბ.ბ.ბ) 18 წლის და მეტი ასაკის მოსარგებლეებისთვის (გარდა საპენსიო ასაკის პირებისა: ქალები - 60 წლიდან, მამაკაცები - 65 წლიდან)- პროგრამის ფარგლებში იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 80%, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 20%-ს;
ბ.ბ.გ) საპენსიო ასაკის პირებისთვის (ქალები -60 წლიდან, მამაკაცები - 65 წლიდან) პროგრამის ფარგლებში იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 90%, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 10%-ს.“.
|