ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2018
ძალის დაკარგვა 01.03.2022
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.125.016305
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 619 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2018 მიღება
01.03.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №39 2018 წლის 28 მარტი ქ. ტყიბული ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის,  24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, 99-ე მუხლისა და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 67-ე მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის  განკარგვის წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია კობახიძე დანართი ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსების მიზნით შექმნილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის (შემდგომში – სარეზერვო ფონდი) ხარჯვის მექანიზმს. 2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 2%-ს. სარეზერვო ფონდს, ამ წესის შესაბამისად, განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი. 3. დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით (გარდა გათანაბრებითი ტრანსფერისა) სარეზერვო ფონდის გაზრდა. მუხლი 2🔗. სარეზერვო ფონდის განკარგვა 1. სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება: ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში კატასტროფისაგან, სტიქიური მოვლენებისაგან (ხანძარი, მიწისძვრა, მეწყერი, ჩამოცვენა, ჩამოშლა, ქვათა ცვენა, კასტრული ჩამოქვევა, ღვარცოფი, წყალდიდობა, წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნა, ქარიშხალი, გრიგალი, ძლიერი ქარბუქი, დიდთოვლობა, ძლიერი გაყინვა, მსხვილი სეტყვა, ძლიერი წვიმები, ხანგრძლივი წვიმები, კოკისპირული  წვიმები, გვალვა, ზვავი და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენები) გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და დაზარალებული ფინანსური დახმარების ხარჯები, გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯები, საგანგებო და საომარი მოქმედების დროს შექმნილი საფრთხეებისაგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებების ხარჯები; ბ) ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან საქართველოს  კანონმდებლობით  დაცულ სხვა სიკეთეს; გ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაავადებულ პირთა მედიკამენტოზური, ქირურგიული და სხვა ფორმით მკურნალობისათვის, ხარჯები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტის პროგრამით გაუთვალისწინებელი ან/და შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ მძიმე ან გადაუდებელი შემთხვევების დროს გასაწევი ხარჯები; დ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაზიანებულ მდგომარეობაში არსებული საცხოვრებელი ფართის შეკეთების ან/და აღდგენის მიზნით, აგრეთვე, ხარჯები ისეთ პირთა საცხოვრებელი ბინების უზრუნველყოფის მიზნით, რომელთაც აქვთ საცხოვრებელი სახლები, თუმცა მათში ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის;  ე) ხარჯები ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისეთი სამუშაოების ჩატარებისათვის, როდესაც დაზიანდა ან განადგურდა საინჟინრო ინფრასტრუქტურა (გზა, ხიდი, ნაგებობა და სხვა) და აუცილებლობას წარმოადგენს დროულად იქნეს ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის, მოსახლეობის კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით; ვ) სხვა ისეთი ხარჯების დაფინანსება, რომელიც არ არის გათვალისწინებელი ადგილობრივი ბიუჯეტით  და  რომელიც კანონით აკრძალული არ არის. მუხლი 3🔗. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა 1. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერიაში ფიზიკური ან იურიდიული პირისგან შემოსული განცხადება ან შეტყობინება და უფლებამოსილების სფეროს მიხედვით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის (შემდგომში – სამსახური) ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათი, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა. 2. საკითხის განხილვისას სამსახური შესაბამისი ორგანოებისა და პირებისაგან გამოითხოვს მასალებს, ცნობებს, ფოტომასალებსა და მონაცემებს, რაც დაადასტურებს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის აუცილებლობას. 3. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების (გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, სადაც მითითებული უნდა იყოს თანხის ოდენობა და მიზნობრიობა) საფუძველზე, თანხას გამოყოფს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. 4. საფრთხის ნაწილობრივი/სრული აცილების ან საფრთხის შედეგების შენელებისათვის მოქმედებების დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით. 5. მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ბრძანების საფუძველზე სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება ხორციელდება ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას. 6. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 85-ე მუხლის საფუძველზე, ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში წარუდგენს ბიუჯეტის, მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ მიმოხილვას. მუხლი 4🔗. წესში ცვლილების შეტანა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.