📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.03.2018
ძალაში შესვლა 01.05.2018
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.118.016241
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,137 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.03.2018 მიღება
01.05.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბაჩანა მარკოიშვილი ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 13.05.2022 ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 23.03.2018 ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 07.03.2018 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 25.01.2018 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 14.08.2020

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2018 წლის 29 მარტი ქ. ონი ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –  სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №34 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  2018 წლის  1 მაისიდან.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბაჩანა მარკოიშვილი დანართი ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური 1. ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური (შემდგომ – სამსახური ) არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ საფუძველზე შექმნილი ონის მუნიციპალიტეტის მერიის   სტრუქტურული ერთეული , რომელიც   უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას , მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას , მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებას. 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია : საქართველოს კონსტიტუცია , საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “,  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები , მერიის დებულება და  ეს  დებულება . მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა  სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომ – სამსახურის უფროსი ) და   პროფესიული  საჯარო  მოხელეებისაგან . მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 2. სამსახურის უფროსი არის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეებს; გ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. მუხლი 4🔗. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე 1. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე ) უფლება -მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად , ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით . 2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლება და კარიერული წინსვლა ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით , მუნიციპალიტეტის მერის მიერ . 3. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს : ა ) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები , ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარით და ტექნიკით ; ბ ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის თანამდებობის პირებისაგან , სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან ; გ ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად , საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება , მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით ; დ ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს , საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები ; ე ) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება ; ვ ) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისთვის ; ზ ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება ; თ ) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს ; ი ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე , რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას , გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ; კ ) მიიღოს შრომითი გასამრჯელო , რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოსა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს ; ლ ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები ; მ ) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით ; ნ ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით . 4. სამსახურის მოხელე მოვალეა : ა ) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად ; ბ ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები ; გ ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე ; დ ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი ; ე ) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები ; ვ ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები ; ზ ) დადგენილი პერიოდულობით და წესით , აგრეთვე , ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად , მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ ; თ ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას , არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება ; ი ) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ; კ ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები . მუხლი 5🔗. სამსახურის  ფუნქციები   სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე არხებისა და მელიორიზაციის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას; გ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; დ) მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ე) მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის და დასახლების დაგეგმარების უზრუნველყოფას; ვ) მუნიციპალიტეტში სამშენებლო-ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე კომპეტენციის ფარგლებში; ზ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურული და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისა და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ახალი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის, ასევე, შეთანხმებულ პროექტში ცვლილებისა და კორექტირების შეტანის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის განხილვას და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადებას მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად; თ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით; ი) შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების მიზნით, დოკუმენტებისა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადებას. უნებართვო და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკითხის განხილვას, შესაბამისი წინადადებების მომზადებას და მერისათვის წარდგენას; კ) სამშენებლო საქმიანობისას ავარიის, უბედური შემთხვევისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მეშვეობით, ობიექტის სავალდებულო ინსპექტირებაზე წინადადების მომზადებას; ლ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღებას და კოორდინირებას, კომპეტენციის ფარგლებში; მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უფლებრივი ზონირების გამოყენებისა და განაშენიანების, ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ურბანული დაგეგმარების საკითხებზე პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღებას, კომპეტენციის ფარგლებში; ნ) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღებას, კომპეტენციის ფარგლებში; ო) წინადადებების მომზადებას და განხილვას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ – დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი წესით; პ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადებას; ჟ) მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების ხელშეწყობას; რ) მუნიციპალიტეტის მერის დავალებების შესრულებას; ს) მიღებული კორესპონდენციის განხილვას და შესწავლას; ტ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.