ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.03.2018
ძალაში შესვლა 01.05.2018
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016243
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,517 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.03.2018 მიღება
01.05.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბაჩანა მარკოიშვილი ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 17.12.2018 მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 01.08.2022 ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.01.2023 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 29.06.2018 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 22.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 2018 წლის 29 მარტი ქ. ონი ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბაჩანა მარკოიშვილი დანართი ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ონის მუნიციპალიტეტის მერიის   სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელწიფო ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება, ასევე, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები  1.  სამსახურის ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება მშენებლობის ისეთ სახეზე, რომელიც საჭიროებს შეთანხმებას ან/და ნებართვას; ზედამხედველობის პროცესში კონტროლი პროექტის განხორციელებისა და დადგენილი ნორმების დაცვის მიზნით, სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი გამოსწორების შესრულების კონტროლი; ბ) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე კონტროლი და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დადგენილი წესით სამართალდარღვევის საქმისწარმოება; გ) საქართველოს ორგანული კანონით „საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან/და დაზიანებული საარჩევნო პლაკატების გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება; დ) საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების განთავსების კონტროლი და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება.  2. სამსახური ადმინისტრაციული სამართალდაღვევის თაობაზე საქმეს აწარმოებს: ა) საქართველოს კანონით „პროედუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას, შესაბამისი სახდელის დადების მიზნით, უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ფორმით; ბ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 51​3, 53​3, 55-ე, 55​2, 55​3, 150-ე, 150​1, 151-ე, 152-ე, 152​2, 153​4, 159​1 მუხლებით და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ავსებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით აგზავნის განსჯად სასამართლოში; გ) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 119​1, 146​1, 148-ე მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი განიხილავს საქმეებს და შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითარი) გამოყენებით. მუხლი 4🔗. სამსახურის  უფლებები  და მოვალეობები ამ დებულებით და კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამსახური უფლებამოსილია:  ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის შესაბამისი საჯარო მოსამსახურეები დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები; ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით განახორციელოს შემოწმებები; გ) მონაწილეობა მიიღოს სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები; ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;  ვ) განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები დადგენილ ვადებში; ზ) კანონმდებლობით მინიჭებული სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის ფარგლებში: ზ.ა) მშენებლობის განხორცილებისას გასცეს მითითება როგორც სამშენებლო ნორმების და/ან სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული და/ან შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს; ზ.ბ) დადგენილი წესით შეაჩეროს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს: ზ.ბ.ა) მშენებლობის ან დემონტაჟის სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელება; ზ.ბ.ბ) მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომლის გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია; ზ.ბ.გ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მითითების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა; თ) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში დამკვეთს ან საამშენებლო ორგანიზაციას მოთხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება, თუ დარღვევა დადასტურდა, ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;  ი) შეადგინოს შემოწმების აქტი და წარუდგინოს ონის მუნიციპალიტეტის მერს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ. დემონტაჟის საფუძველი შეიძლება იყოს: ი.ა) უნებართვო მშენებლობის თაობაზე მითითების შეუსრულებლობა; ი.ბ) მშენებლობის პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევით განხორციელება, რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა; ი.გ) შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს და არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა,  საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია; კ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში; ლ) განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოავლინოს შემდეგი სამართალდარღვევის ფაქტები: ლ.ა) სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტალური დადგენილი წესით გაუფორმებლობა;  ლ.ბ) მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა; ლ.გ) მიწათსარგებლობის საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა; ლ.დ) სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა; ლ.ე) მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის შუამდგომლობის, საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა; ლ.ვ) სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწისა და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, ბარებში, სკვერებში, გაზონებში, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრა, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის, გატანა- გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღვევა; ლ.ზ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა; ლ.თ) თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება; ლ.ი) თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა; ლ.კ) თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება; ლ.ლ) ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას; ლ.მ) საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა; ლ.ნ) გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე; ლ.ო) რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა; ლ.პ) არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება); მ) სამსახური, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ანხორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას „ნარჩენების მართვის კოდექსის“ საფუძველზე მოცემულ კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებაში: მ.ა) მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება; მ.ბ) სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება; მ.გ) შლამისებრი ნარჩენი ნივთიერებებით – ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება; მ.დ) ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება; მ.ე) მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა; მ.ვ) სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა; მ.ზ) სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა;  მ.თ) კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენის მოთხოვნების დარღვევა; ნ) დადგენილი წესის მიხედვით სათანადო ვადებში უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოში; ო) საჭიროების შემთხვევაში ერთჯერადი კონსულტაციისათვის მოიწვიოს უწყებისა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები, მეცნიერები, სპეციალისტები, ექსპერტები; პ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 5🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მუხლი 6🔗. სამსახურის უფროსი  1. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის  მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; გ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; თ) იბარებს და აფასებს სამსახურის მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ი) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას; კ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას; ლ) ასრულებს შესაბამისი სამსახურის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 2. სამსახურის უფროსი  ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციების შესრულება ეკისრება სამსახურის  ერთ-ერთ მოხელეს. მუხლი 7🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით. მუხლი 8🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები  სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა)სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული  ვალდებულებანი. ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას. მუხლი 9🔗. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება სამუშაოს აღწერილობებით, რომელსაც ამტკიცებს მერი. 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერის წარდგინებით, განსაზღვრავს საკრებულო.