ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.06.2018 ბოლო ცვლილება 28.04.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.151.016254
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2018 წლის 29 ივნისი

დაბა სტეფანწმინდა

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“  ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20  მუხლის  შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის  დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

 


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე



დანართი №1

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი  1. არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის   სამსახური

1. მერიის არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური ) არის მერიის სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო -ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან , არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას , გარე რეკლამის განთავსების , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების , გარე ვაჭრობის , კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის , მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის , მიწათსარგებლობისა და მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე კონტროლს .

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის , მერიის დებულების , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად .

3. სამსახურის ადგილსამყოფელია დ აბა სტეფანწმინდა , ალ .ყაზბეგის ქუჩა №1.

მუხლი  2. სამსახურის   სტრუქტურა

1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან .

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -8 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით . პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი .

3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე -14 მუხლით . სამსახურის საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით .

4. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლებისა და პროფესიული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით , „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად .

მუხლი  3. სამსახურის   ფუნქციები

1. სამსახური , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კომპეტენციის ფარგლებში , უზრუნველყოფს :

ა ) გარე რეკლამის განთავსების , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების , გარე ვაჭრობის , ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათი არსებული წესით   შესაბამისობაში   მოყვანაზე   კონტროლს ;

ბ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო -დაწესებულებების , ორგანიზაციების , იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლს ;

გ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შენობა -ნაგებობების ფასადების , გზის საფარის , გარე განათების , გამწვანებული ტერიტორიების , ვიტრინების , კომუნიკაციების , ჯიხურებისა და საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების   ტექნიკურ -ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლს ;

დ ) მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ხმაურის , ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლს ;

ე ) მიწათმოსარგებლეთა მიერ მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე ზედამხედველობას ; მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავების   და /ან მიწათმოსარგებლის უფლების გარეშე მიწითსარგებლობის ფაქტების გამოვლენას ;

ვ ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლს ;

ზ ) ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება -დაწესებულებების , ორგანიზაციების , იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დანგრეული , დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვებაზე , მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ან თვითნებურ გაჩეხვაზე , სამშენებლო და /ან შესაკეთებელი სამუშაოების დროს ტერიტორიის დაზიანებაზე ;

თ ) უკანონო , უსახური და ამორტიზებული ჯიხურების , მანქანა -დანადგარების , დახლების , სარეკლამო , სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების , დაფების , ფირნიშების , აბრების , აფიშების , პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას , მათ აღკვეთას და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებაზე ზედამხედველობას ;

ი ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვაზე   ზედამხედველობას ;

კ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა -ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო -ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან , ორგანიზაციულ -სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე ;

ლ ) არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას , ობიექტის მშენებლობის შეჩერების და /ან დემონტაჟის შემთხვევაში სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებაზე ზედამხედველობას , მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადებას ;

მ ) კონტროლის განხორციელებას საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ -სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე ;

ნ ) არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით , მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემას როგორც სამშენებლო ნორმების ან /და სხვა დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე , აგრეთვე იმ შემთხვევაშიც , როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული ან /და შემოტანილი სამშენებლო მასალები , ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ (პროექტით გათვალისწინებულ ) მოთხოვნებს ; მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევის შემოწმებას და შემოწმების აქტის შედგენას ;

ო ) არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობაზე ინსპექტირების განხორციელება ;

პ ) დამრღვევი ფიზიკური ან /და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი “ დადგენილი ზომების მიღებას ;

ჟ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღებას ;

რ ) კანონით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელებას კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე ;

ს ) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით , ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე , 51-ე , 512, 513, 533, 52-ე , 55-ე , 552, 553, 63-ე , 64-ე , 65-ე , 66-ე , 71-ე , 73-ე , 771-772, 103-ე , 1191, 1271 მუხლის მე -5 ნაწილის , 135-ე , 1461, 148-ე , 150-ე ,1501, 151-ე მუხლის მე -3 ნაწილით , 1512, 152-ე , 1522, 1534, 159-ე , 1591 მუხლებით , „საქართველოს საარჩევნო კოდექსის “ მე -80 მუხლით და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი “ 33-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართლადარღვევებზე , აგრეთვე , განიხილოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771-772, 103-ე , 1191, 135-ე , 1461, 148-ე მუხლის მე -4 ნაწილის , 151-ე მუხლის მე -3 ნაწილით და 1512 გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები ;

ტ ) მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლს და ზედამხედველობას ;

უ ) კონტროლს სამსახურის კომპეტენციებში შემავალ საკითხებზე მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების   დაცვაზე ;

ფ ) არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების კოორდინირებას ;

ქ ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ სარგებლობის უფლებით გაცემული სასოფლო და არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწების სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ქირის ამოღების ორგანიზებას ;

ღ ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების , მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ;

ყ ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას ;

შ ) საქართველოს კანონმდებლობით , მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას .

2. ამ დებულებით და კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამსახური უფლებამოსილია :

ა ) მოახდინოს მშენებლობა დამთავრებული შენობა -ნაგებობის ვარგისად აღიარება (ექსპლუატაციაში მიღება );

ბ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტებზე ტექნიკურ და სამშენებლო , სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე , შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია ;

გ ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები , კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითება , დააწესოს კონტროლი მის შესრულებაზე ;

დ ) გააკონტროლოს საქალაქო მეურნეობის , კეთილმოწყობის , მიწათსარგებლობის , გარე იერსახის , გარე რეკლამის განთავსების , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის , ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დაცვა და სანიტარიული მდგომარეობა ;

ე ) გამოავლინოს და მოამზადოს დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისათვის , კანონმდებლობის დარღვევით აშენებული , აღდგენილი , რეკონსტრუირებული ან /და დამონტაჟებული შენობა -ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ ;

ვ ) ფიზიკური ან /და იურიდიული პირის მოთხოვნით ან მისი თანხმობის საფუძველზე გამოიკვლიოს საცხოვრებელი და /ან არასაცხოვრებელი ფართობი , მშენებლობის მიმდინარეობის დროს დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს მითითება დარღვევის აღმოფხვრის შესახებ ;

ზ ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;

თ ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მშენებლობის დამკვეთისა ან /და მშენებელი ორგანიზაციისაგან მოითხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება ;

ი ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის , დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მერს წარუდგინოს წინადადებები მერიის სტრუქტურული ერთეულების , უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლების , სპეციალისტებისა და ექსპერტების მოწვევის თაობაზე .