“მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№55
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.136.016275
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №55

2018 წლის 29 მარტი

დაბა ხულო

 

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა  და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №24 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 17/11/2017 წ., 010260020.35.136.016244) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. დადგენილების  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის  დებულება თანდართული დანართის მიხედვით.“.

3. დებულების  სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის   დებულება“

4.  დებულების პირველი მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახური

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახური – არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საფუძველზე შექმნილი, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას, უზრუნველყოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, ადგილობრივი ქონების შექმნას და განკარგვას, ეკონომიკური სტრატეგიისა და საინვესტიციო პოლიტიკის გატარებას. სამსახურს გააჩნია ბეჭედი.”.

5. დებულების მე-2   მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ინფრასტრუქტურული პროექტების  დაგეგმვისა და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება;

ბ) მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილება;

გ) დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და გრანტების მოზიდვის განყოფილება.“.

6.    დებულების მე-3  მუხლს დაემატოს ი1  პუნქტი:

„ი1) თვითმმართველი ერთეულის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის ბიუჯეტგარეშე კაპიტალის (ინვესტიციები, გრანტები) მოზიდვა, ეფექტური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა;“.

7.    დებულების მე-5  მუხლი  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები

„1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებებით განსაზღვრულ ფუნქციებს.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი.

4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის მართვის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

8. დებულების მე-6 მუხლის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6.   ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება.“

9. დებულებას დაემატოს 71  მუხლი შემდეგი რედაქციით

„მუხლი 71. დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და გრანტების მოზიდვის განყოფილების ფუნქციები დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და გრანტების მოზიდვის განყოფილება

ა) სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობა;

ბ) მუნიციპალიტეტის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის ბიუჯეტგარეშე კაპიტალის (ინვესტიციები, გრანტი) მოზიდვა;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეფექტური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებში წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“

10. დებულების მე-8 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„მუხლი 8. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა

1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. “.


მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2018 წლის 1 მაისიდან.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება “მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.03.2018.
როდის იქნა მიღებული “მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
“მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 29.03.2018. მიმღები ორგანო — ხულოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №55. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.136.016275.
რამდენი მუხლისგან შედგება “მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.03.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება “მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №55, 29.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016275 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4118835/