თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების თაობაზე წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების შესახებ შემოსულ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 16.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2417
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024788
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.11.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობის/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების თაობაზე წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების თაობაზე წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების შესახებ შემოსულ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;}
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
span.FootnoteTextChar { }
span.ListParagraphChar { }
p.ListParagraph, li.ListParagraph, div.ListParagraph { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.ListParagraphCxSpFirst, li.ListParagraphCxSpFirst, div.ListParagraphCxSpFirst { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.ListParagraphCxSpMiddle, li.ListParagraphCxSpMiddle, div.ListParagraphCxSpMiddle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.ListParagraphCxSpLast, li.ListParagraphCxSpLast, div.ListParagraphCxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml0, li.sataurixml0, div.sataurixml0 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2417
2017 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების თაობაზე წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების შესახებ შემოსულ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების თაობაზე წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის პირობები.
2. თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების თაობაზე წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის საქართველოს მთავრობის სახელით შესაბამისი კანდიდატებისთვის წარდგენის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების შესახებ პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისია თანდართული შემადგენლობით (დანართი №1) და დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება (დანართი №2).
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი
დანართი №1
თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების
შესახებ
პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილ
განაცხადთა განმხილველი კომისია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
− პირველი ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე -
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
− კომისიის წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
– კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
–კომისიის წევრი;
სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი
− კომისიის წევრი;
სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი −
კომისიის წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე
− კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
− კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი
− კომისიის მდივანი.
დანართი №2
თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების შესახებ პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილ
განაცხადთა განმხილველი კომისიის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების შესახებ პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განხილვისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების, მათ შორის, კანდიდატთა მოკლე სიის (shortlist) შედგენის ან/და საუკეთესო კანდიდატ(ებ)ის გამოვლენის მიზნით.
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. კომისიის სხდომის ჩატარების წესი
1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის ინიციატივით.
2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხის მომზადებასა და წარდგენას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
4. სხდომა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
5. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები.
7. კომისიის გადაწყვეტილებით, სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
მუხლი 3🔗. კანდიდატების ინფორმირება და კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. კომისიის გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კანდიდატებს წერილობით აცნობებს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა.
2. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.