„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის #4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42 |
|
2018 წლის 30 მარტი ქ. მცხეთა |
1.დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების (დანართი) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ა) ადმინისტრაციული სამსახური“.
2. დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 13. ადმინისტრაციული სამსახური
1. წარმართავს მერიის საქმისწარმოებას, მათ შორის საკადრო საკითხებს, ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულების კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სხვა გაერთიანებებთან,სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. უზრუნველყოფს მერიის სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე სახელწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ ვიზირებას. კოორდინაციას უწევს მერის წარმომადგენლების საქმიანობას.
2. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საქმისწარმოების განყოფილება;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
გ) იურიდიული განყოფილება.“.
3. დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 14. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
1. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთიანი საფინანსო პოლიტიკის განხორციელებას, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენას, დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებას და საბიუჯეტო სახსრების მართვას, საფინანსო დოკუმენტების ვიზირებას, აკონტროლებს ფინანსური რესურსების რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებას, ახორციელებს შესყიდვებს“.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილება;
ბ)საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება;
გ)შესყიდვების განყოფილება.“.
|