„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის #16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №49 |
|
2023 წლის 26 დეკემბერი ქ. მცხეთა |
ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„3. სამსახური წარმართავს მერიის საქმისწარმოებას, მათ შორის, საკადრო საკითხებს, ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულების კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. უზრუნველყოფს მერიის სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე სახელწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ ვიზირებას. პრესკონფერენციების, ბრიფინგების ჩატარებას, ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებას. ასევე, კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საქმიანობას“.
ბ) დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფის -განყოფილებებისგან:
ა) საქმისწარმოების განყოფილება;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
გ) იურიდიული განყოფილება;
დ) პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილება“.
2. დებულებას დაემატოს მე-81 და მე-82 მუხლები:
„მუხლი 81. პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მერიის თანამდებობის პირების პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ჩატარებას. საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე, მათი მხრიდან ინფორმაციის გაცემას;
ბ) მერიის მიმდინარე ღონისძიებების პრეზენტაციას;
გ) მერიის მიმდინარე სამუშაოების ამსახველი ინფორმაციის მომზადებას;
დ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განთავსებას;
ე) მერიის საჯარო მოსამსახურეთა ხელშეწყობას საზოგადოებასთან ურთიერთობაში;
ვ) ჟურნალისტების აკრედიტაციას მერიაში.
განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მუშაობის ხელშეწყობას და ორგანიზებას. კოორდინაციას მერიის თანამდებობის პირებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან;
ბ) მერის წარმომადგენლებისთვის მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტების, მერის გადაწყვეტილებების გაცნობას;
გ) ინფორმაციის მიწოდებას ადმინისტრაციულ ერთეულებში განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით მერის წარმომადგენლების წინადადებების/მოსაზრებების წარდგენას ხელმძღვანელი პირებისთვის;
დ) მერის და სხვა თანამდებობის პირების საჯარო შეხვედრების ორგანიზებას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
ე) სტატისტიკური მონაცემების/ინფორმაციის გამოთხოვასა და სისტემატიზაციას;
ვ) წარმომადგენელთა მიერ განხორციელებული საქმისწარმოების მონიტორინგს, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრასა და მონიტორინგის შედეგების მერისთვის წარდგენას.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის #16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის #16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2023.
- როდის იქნა მიღებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის #16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის #16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.12.2023. მიმღები ორგანო — მცხეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №49. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.153.016687.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის #16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის #16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის #16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის #16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №49, 26.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016687 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6033609/