შპს „არენა მშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1492-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1492-16

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2018 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელ მოვალე - შპს ,,არენა მშენი“

(საიდენტიფიკაციო ნომერი 204388402)

დირექტორი თამაზ ონიკაძე

წარმომადგენელი ლაზარე ძირკველიშვილი

რეაბილიტაციის მმართველი შერმადინ გიგოლაშვილი

მოთხოვნა კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „არენა მშენის“ რეაბილიტაციის საქმე.

2017 წლის 08 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა რეაბილიტაციის მმართველმა, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: 1) რეაბილიტაციის მმართველის არჩევა, 2) სხვა მიმდინარე საკითხების განხილვა.

2017 წლის 14 დეკემბერს კრედიტორთა რიგგარეშე კრებაზე არ იქნა წარმოდგენილი კრედიტორთა  ხმების საერთო რაოდენობის 51%, რის გამოც კრედიტორთა რიგგარეშე კრება არ შედგა.

2018 წლის 26 იანვარს დანიშნულ კრედიტორთა რიგგარეშე კრებაზე ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ უნდა დააგზავნოს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე მოთხოვნის მიღებისთანავე. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს. ამასთანავე, შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

   

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება გაგრძელდეს 2018 წლის 10 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №29, იმავე დღის წესრიგით:

1.1. რეაბილიტაციის მმართველის არჩევა;

1.2.  სხვა მიმდინარე საკითხების განხილვა (განცხადებების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ).

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე – www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                                       თამარ ჭუნიაშვილი