1. საკრებულოს სამართლებრივი აქტებია:
ა) ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება;
ბ) ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი - საკრებულოს განკარგულება.
2. საკრებულოს სამართლებრივი აქტი შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ საკრებულოს სხდომაზე მისი განხილვისა და კენჭისყრის შემდეგ.
3. საკრებულოს სამართლებრივი აქტები სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ყველა საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირისათვი