1. საკრებულოში სამართლებრივი აქტის პროექტი შეიტანება წერილობითი ფორმით, საკრებულოს დადგენილების პროექტის სახით, ხოლო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი საკრებულოს განკარგულების პროექტის სახით.

2. საკრებულოში შეტანილ პროექტს თან უნდა დაერთოს:

ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება აქტის მიღების მიზეზი და საჭიროება, მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება. განმარტებით ბარათში უნდა აღინიშნოს აგრეთვე პროექტის ავტორი (ავტორები) და პროექტის წარმდგენი;

ბ) პროექტი საკრებულოს სხვა აქტებში იმ ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის შესახებ, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება;

3. საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს წევრის, საკრებულოს ფრაქციის და საკრებულოს კომისიის მიერ პროექტის ინიცირება დასტურდება წერილობითი განცხადებით ან საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმში ჩანაწერის შეტანით. სხვა შემთხვევაში პროექტის ინიცირება დასტურდება საკრებულოს კანცელარიაში შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით.

4. პროექტის წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს უფლება აქვს სხდომის დაწყებამდე ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოს წარდგენილი პროექტი. ასეთი პროექტი იმავე ან სხვა უფლებამოსილი პირის წარდგენით შეიძლება განხილულ და მიღებულ იქნეს იმავე ან მომდევნო სხდომებზ